Jump to content

Recommended Posts

Posted

Zotac-ის ასორტიმენტს შეემატა ახალი, მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერი - ZBox CI621 nano, რომელიც აგეულია Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. 

image.jpeg 

ნეტტოპის შემადგენლობაში შედის Whiskey Lake თაობის პროცესორი Core i3-8145U. ეს ჩიპი ორბირთვიანი და ოთხნაკადიანი. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,1-დან 3,9 გიგაჰერცამდე დიაპაზონში.  გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. 

image.jpeg 

კომპიუტერის გაბარიტებია 204×129×68 მმ. ზედაპირის პერფორაცია და მასიური შიდა რადიატორი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას პასიური გაგრილების სისტემა, ამიტომაც ნეტტოპი ხმაურს არ გამოსცემს მუშაობისას.  

DDR4-2400/2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეიძლება აღწევდეს 32 გიგაბაიტს (2×16 გბ). დაშვებულია ერთი 2,5 დუიმიანი დრაივის მიერთება (მყარი დისკი ან SSD) SATA 3.0 ინტერფეისით. 

image.jpeg 

ინტერფეისების ნაკრები მოიცავს ორ ქსელურ პორტ Gigabit Ethernet-ს, ორ სიმეტრიულ USB 3.1 Type-C პორტს, ოთხ USB 3.1 და ერთ USB 3.0 პორტს. აგრეთვე ხელმისაწვდომია ინტერფეისები: HDMI 2.0 და DisplayPort 1.2, SD/SDHC/SDXC რიდერი და აუდიოკონექტორები. 

აღჭურვილობაშ შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები. გარანტირებულია თავსებადობა ოპერაციულ სისტემა Windows 10-თან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.