Magdalena Posted April 22, 2019 Posted April 22, 2019 Zotac-ის ასორტიმენტს შეემატა ახალი, მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერი - ZBox CI621 nano, რომელიც აგებულია Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. ნეტტოპის შემადგენლობაში შედის Whiskey Lake თაობის პროცესორი Core i3-8145U. ეს ჩიპი ორბირთვიანი და ოთხნაკადიანია. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,1-დან 3,9 გიგაჰერცამდე დიაპაზონში. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. კომპიუტერის გაბარიტებია 204 × 129 × 68 მმ. ზედაპირის პერფორაცია და მასიური შიდა რადიატორი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას პასიური გაგრილების სისტემა, ამიტომაც ნეტტოპი ხმაურს არ გამოსცემს მუშაობისას. DDR4-2400/2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეიძლება აღწევდეს 32 გიგაბაიტს (2 × 16 გბ). დაშვებულია ერთი 2,5 დუიმიანი დრაივის მიერთება (მყარი დისკი ან SSD) SATA 3.0 ინტერფეისით. ინტერფეისების ნაკრები მოიცავს ორ ქსელურ პორტ Gigabit Ethernet-ს, ორ სიმეტრიულ USB 3.1 Type-C პორტს, ოთხ USB 3.1 და ერთ USB 3.0 პორტს. აგრეთვე ხელმისაწვდომია ინტერფეისები: HDMI 2.0 და DisplayPort 1.2, SD/SDHC/SDXC რიდერი და აუდიოკონექტორები. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები. გარანტირებულია თავსებადობა ოპერაციულ სისტემა Windows 10-თან. https://3dnews.ru/986208 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.