Magdalena Posted April 22, 2019 Posted April 22, 2019 2019 წლის მარტში კომპანია SpaceX-მა წარმატებით შეძლო თავისი კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მიერთება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. მომავალში კომპანია გეგმავს განახორციელოს პილოტირებული ფრენები ორი ასტრონავტით, ამიტომაც ატარებს რაკეტის გულმოდგინე გამოცდებს და ცდილობს გამოსწოროს ყველა გამოვლენილი პრობლემა. ამჯერად კომპანიამ განახორციელა ავარიული ძრავის, SuperDraco-ს ტესტირება და როგორც აღმოჩნდა, გაუმართაობა დაფიქსირდა - დამკვირვებლებმა დაინახეს, რომ საგამოცდო ტერიტორიას კვამლი ასდიოდა. SpaceX-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტესტირების დროს ძრავს ნადვილად შეექმნა პრობლემა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პირველი ნაწილი კარგად მიდიოდა, შემდეგ კი მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. იმისათვის, რომ ავარიის მიზეზი გამოეკვლიათ, SpaceX-ი გაერთიანდა NASA-ს ექსპერტებთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, მთავარი მიზეზი ძრავის აალება გახდა - მასში გამოყენებულია აზოტის ტეტროქსიდი, საწვავად კი გამოიყენება მონომეთილჰიდრაზინი, ეს ორი ნივთიერება ერთმანეთთან შეხებისას ალდება. NASA-ს წარმომადგენლის თქმით ამგვარი გამოცდების წყალობით მათ შეუძლიათ გამოავლინონ პრობლემები იქამდე, სანამ ისინი დიდ ზიანს მოიტანს. ამჟამად არავინ დაშავებულა და რომ არა ეს გამოცდა, სამომავლოდ შესაძლოა ასტრონავტები დაღუპულიყვნენ. სავარაუდოდ, Crew Dragon-ის პილოტირებული ფრენის ვადა გადაიდება 2019 წლის ნოემბრამდე გარკვეული მიზეზების გამო. https://hi-news.ru/space/vo-vremya-ispytaniya-avarijnyx-dvigatelej-korablya-crew-dragon-voznikla-avariya.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.