Jump to content

Recommended Posts

Posted

2019 წლის მარტში კომპანია SpaceX-მა წარმატებით შეძო თავისი კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მიერთება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. მომავალში კომპანია გეგმავს განახორციელოს პილოტირებული ფრენები ორი ასტრონავტით, ამიტომაც ატარებს რაკეტის  გულმოდგინე გამოცდებს და ცდილობს გამოსწოროს ყველა გამოვლენილი პრობლემა. ამჯერად კომპანიამ განახორციელა ავარიული ძრავის, SuperDraco-ს ტესტირება და როგორც აღმოჩნდა, გაუმართაობა დაფიქსირდა - დამკვირვებლებმა დაინახეს, რომ საგამოცდო ტერიტორიას კვამლი ასდიოდა. 

image.jpeg 

SpaceX-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტესტირების დროს ძრავს ნადვილად შეექმნა პრობლემა.  საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პირველი ნაწილი კარგად მიდიოდა, შემდეგ კი მოხდა გაუთვალისწინებელი რამ.  

იმისათვის, რომ ავარიის მიზეზი გამოეკვლიათ, SpaceX- გაერთიანდა NASA-ს ექსპერტებთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, მთავარი მიზეზი ძრავის აალება გახდა - მასში გამოყენებულია აზოტის ტეტროქსიდი, საწვავად კი გამოიყენება მონომეთილჰიდრაზინი, ეს ორი ნივთიერება ერთმანეთთან შეხებისას ალდება. 

NASA-ს წარმომადგენლის თქმით ამგვარი გამოცდების წყალობით მათ შეუძიათ გამოავლინონ პრობლემები იქამდე, სანამ ისინი დიდ ზიანს მოიტანს. ამჟამად არავინ დაშავებულა და რომ არა ეს გამოცდა, სამომავლოდ შესაძლოა ასტრონავტები დაღუპულიყვნენ. 

სავარაუდოდ, Crew Dragon-ის პილოტირებული ფრენის ვადა გადაიდება 2019 წლის ნოემბრამდე გარკვეული მიზეზების გამო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.