Jump to content

Recommended Posts

Posted

თავის კვარტალურ ანგარიშში კომპანია Coveware იტყობინება, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში მართალია გამოსყიდული აქტივების საშუალო მაჩვენებელმა 6 733 დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2019 წლის პირველ სამ თვეში 12 762 დოლარამდე გაიზარდა. 

ამგვარ ვითარებას განაპირობებს სწრაფად მზარდი და გავრცელებადი სხვადასხვა სახის გამომძალველობა, როდესაც ბოროტმოქმედები დაშიფრავენ მსხვერპლების ფაილებს და მათგან კრიპტოვალუტებით საფასურს ითხოვენ განბლოკვისათვის, მაგალითად Ryuk, Bitpaymer და Iencrypt. 

„გამომძალველობის ეს ფორმები ძირითადად გამოიყენება მსხვილ ორგანიზაციებზე მიზანმიმართულ შეტევებში“ - აცხადებს Coveware. 

Ryuk-ის გამომძალველი ვირუსის გავრცელების მსშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პირველ კვარტალში პირველ და მეორე ადგილებს Dharma და Crysis იკავებდა ბაზრის წილის მიხედვით, Ryuk კი ამჟამად მესამე ადგილზეა. ეს მისთვის შესამჩნევი აღმასვლაა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვარტალში იგი არ შედიოდა ლიდერების სამეულში. 

Ryuk მიმართულია უფრო მსხვილი ორგანიზაციებისაკენ, ვიდრე სხვა ვარიანტები - ნათქვამია ანგარიშში. იგი ერთ-ერთია, ვინც განსაკუთრებით მაღალ გამოსასყიდ საფასურს მოითხოვს. მაგალითად, Dharma ითხოვს საშალო გამოსასყიდად 9742 დოლარს, Ryuk კი - საშუალოდ 286 556 დოლარს. 

image.png

Coveware აცხადებს, რომ Bitcoin-ი ბოროტმოქმედების მიერ გამოძალულ ვალუტებს შორის კვლავ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად რჩება, პრივატული მონეტები კი, მაგალითად როგორიცაა Dash, მოთხოვნის 2%-ს შეადგენს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.