Jump to content

Recommended Posts

Posted

ეჭვგარეშე, ყველას გაგვჩენია კითხვა, როგორ ააგეს სტოუნჰენჯი ან მოაის თავები აღდგომის კუნძულზე იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ამწე და სატვირთო? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ უძველესი ინჟინრები ბალანსისა და ბერკეტების ოსტატები იყვნენ. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლისთვისაც დამზადდა ბეტონის გიგანტური კონსტრუქციები, რომლებიც თითო დაახლოებით 25 ტონას იწონიდა. ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დამტკიცებულიყო - ამ ლოდების ხელით გადაადგილება შესაძლებელია. 

image.jpeg 

კომპანია Matter Design-მა პარტნიორ CEMEX-თან ერთად დააპროექტა ბეტონის დიდი ზომის მონთური კონსტრუქციები, რომლებიც ისეთი ფორმისა, რომ მათგან შესაძლებელია აიწყოს ერთიანი დიდი ფუნქციონალური სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ბეტონის ბლოკები რამოდენიმე ათეულ ტონას იწონიან და საკმარისი სიმტკიცე აქვთ იმისათვის, რომ ასწლეულებს გაუძლონ, მათი უნიკალური ფორმები საშუალებას იძლევა მარტივად გადააადგილოს თუნდაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა.  

ამგვარი ბლოკების დიზაინში რამოდენიმე მიდგომაა გამოყენებული. მასიური ბლოკები დამზადებულია სხვადასხვა სიმყარის ბეტონისგან, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად გაკონტროლდეს - სად მთავრდება ობიექტის სიმძიმის ცენტრი და ენიჭება სტაბილურობისა და ბალანსის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ლოდი შემთხვევით მოჭრილ ქვას წააგავს, ყოველ მათგანს აქვს სტრატეგიულად განთავსებული კუთხეები, მომრგვალებული კიდეები, მოხვევის წერტილები, სახელურები და მბლოკავი ელემენტები. მიებული კონსტრუქციები ძალიან მძიმეა, თუმცა შესაძლებელია მათი გაგორება, მოტრიალება, დახრა, ბიძგის მიცემ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა უჩვეულო მსუბუქად და მიმართულების სიზუსტით. 

აქედან გამომდინარე, იდეა, რომ მოაის 82-ტონიანი ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე გადააგორეს და დანიშნულეის ადგილამდე მიიტანეს, საკმაოდ დამაჯერებელი გამოდის. მაგრამ ეს ექსპერიმენტი ბოლომდე ვერ ამტკიცებს ამ ჰიპოთეზას.  

ვიდეო-დემონსტრაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:  

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.