Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Patriot Memory-მ თავის სამომხმარებლო ბრენდ Viper Gaming-ის ფარგლებშ წარადგინა ოპერატიული მეხსიერების მოდულების ახალი სერია სახელწოდებით Viper Steel DDR4 SODIMM. ახალი მოწყობილობები, როგორც სახელიდანაც ჩანს, შესრულებულია SO-DIMM ფორმ-ფაქტორზე და განკუთვნილია გეიმინგ-ლეპტოპებისა და მძლავრი კომპაქტური სისტემებისათვის. 

image.jpeg 

კომპანიამ გადაწყვიტა მოწყობილობები არ გამოეშვა კომპლექტებად, არამედ დაუმატა Viper Steel სერიას მხოლოდ ცალკეული, 8 ან 16 გიგაბაიტიანი მეხსიერების მოდულები. ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მოდულები, რომელთა ეფექტური ტაქტის სიხშირეები იქნება 2400, 2666 და 3000 მეგაჰერცი. მოწყობილობებს აქვს Intel XMP 2.0 პროფილის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

მწარმოებლის თქმით, მისი ახალი მოდულები პირველ რიგში განკუთვნილია კომპაქტური, თუმცა მაღალი წარმადობის სისტემებისათვის. აღნიშნულია, რომ Mini-ITX ფორმ-ფაქტორის ზოგიერთი დედა დაფისათვის საჭიროა სწორედ SO-DIMM სლოტები და არა სრულზომიანი UDIMM, ამიტომაც მათთვის მაღალი წარმადობის მეხსიერების მოძიება საკმაოდ გართულებულია. Viper Steel SO-DIMM მოდულები კი ამ სირთულეს შეამსუბუქებს. 

image.jpeg 

ახალი მოდულები აგრეთვე გამოსადეგია გეიმინგ-ლეპტოპებშიც, რომლებშიც არის XMP 2.0 პროფილის გამოყენების საშუალება და შესაძლებელია ნომინალურზე მაღალი სიხშირის დაყენება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Viper Steel თავსებადია არა მარტო Intel-ს პროცესორებთან, არამედ ერგე AMD-ის პროცესორების ბაზაზე არსებულ პლატფორმებსაც. და ბოლოს, მწარმოებელი ხაზს უსვამს მეხსიერების ახალი ჩიპების ღირსებას, რომ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა, ვინაიდან არ გააჩნიათ რადიატორები. 

image.jpeg 

Viper Steel DDR4 SODIMM მეხსიერების მოდულების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. აგრეთვე არ ხმაურდება ფასიც. კომპანია მათზე ხანგრძლივ გარანტიას იძლევა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.