Jump to content

Recommended Posts

Posted

გობის უდაბნოში მოეწყო მარსული ბაზის სიმულატორი. თუმცა იმის ნაცვლად, რომ  წითელ პლანეტაზე ცხოვრების მსურველი ასტრონავტები განეთავსებინათ, ამ ობიექტზე მოზარდები დაასახლეს. უნაყოფო ბორცვებით გარშემორტყმული მარსული ბაზა 1“ გაიხსნა პუბლიკისათვის, რათა მოზარდებსა და ტურისტებს გააცნონ, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება მარსზე. ასე ამზადებს ჩინეთი ახალგაზრდა თაობას 

image.jpeg 

image.jpeg 

ობიექტის გახსნა განხორციელდა ჩინეთის დაუღალავი სწრაფვის ფონზე - კოსმოსურ სფეროში დაეწიოს აშშ- და გახდეს კოსმოსური ზესახელმწიფო. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეძლებს ადამიანების მთვარეზე გაგზავნას, როგორც ეს ამერიკელებმა შეძლეს აპოლონის მისიებში. 

ბაზაზე განთავსებულია ცხრა მოდული, მათ შორისაა საცხოვრებელი, სადისპეტჩერო, სათბური და საჰაერო შლუზი. 

ობიექტზე მცხოვრები მოზარდები იცვამენ სკაფანდრებს და აწყობენ ექსპედიციებს უდაბნოში, შეისწავლიან გამოქვაბულებს, გარემოს - რომელიც მარსულ ლანდშაფტს წააგავს. ბაზიდან უახლოესი ქალაქი 40 კილომეტრში მდებარეობს. 

image.jpeg 

ამ პროექტის ავტორია კომპანია C-Space და იგი გეგმავს მომავალ წელს ტურისტებისთვის გახსნას ბაზა. ამჟამად უკვე არსებული ობიექტი ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. C-Space ეხმარება ჩინეთის ასტრონავტთა ცენტრსა და ჩინეთის ტრანსკონტინენტალურ კომუნიკაციურ ცენტრს. სანამ მოზარდები სათამაშო მარსს იკვლევენ, ჩინეთი აპირებს ნამდვილ წითელ პლანეტაზე მომავალ წელს საკუთარი ზონდი გაუშვას. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.