Magdalena Posted April 18, 2019 Posted April 18, 2019 Qualcomm-მა და Apple-მა შეძლეს შეთანხმება, რომლის შედეგადაც შეწყდება სასამართლო დავა, რაც საპატენტო უფლებების დარღვევასთან იყო დაკავშირებული. შეთანხმება საშუალებას იძლევა მოიხსნას ყველანაირი შეზღუდვა Apple-ის მოწყობილობების გაყიდვაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიებმა ხელი მოაწერეს ახალ, ექვსწლიან სალიცენზიო ხელშეკრულებას. გარდა ამისა, Apple დათანხმდა გადაუხადოს Qualcomm-ს კომპენსაცია, რომლის ოდენობა არ გახმაურებულა. დღესდღეობით Apple ინოვაციების სამყაროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები და პროგრამული გადაწყვეტილებები მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს ფართო შესაძლებლობებს წარუდგენენ. Apple-ის 100 ათასზე მეტი თანამშრომელი უწყვეტად მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე. თავის მხრივ Qualcomm-ი ქმნის რევოლუციურ ტექნოლოგიებს და სიახლეები შეაქვს ციფრულ სამყაროში. კომპანიები გააგრძელებენ თანამშრომლობას მეხუთე თაობის ქსელის მხარდამჭერ მოწყობილობებზე. ეს პარტნიორობა განაპირობებს არსებით ცვლილებებს ქსელური კავშირის ტექნოლოგიაში, მოახდენს ახალი ეპოქის მოახლოების სტიმულირებას, წარმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინტერნეტ-ნივთებში, ტელემედიცინაში, ავტონომიური ტრანსპორტის წარმოებაში და ა.შ. შეგახსენებთ, რომ სან-დიეგოს ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა Qualcomm-ის სარჩელი და აღიარებულ იქნა სამი პატენტის დარღვევა Apple-ის მხრიდან. მანამდე კი მიუნხენის სასამართლომ Qualcomm-ის საჩივარის საფუძველზე გერმანიის ტერიტორიაზე აკრძალა iPhone-ის რამოდენიმე მოდელის გაყიდვა. https://3dnews.ru/985984
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now