Jump to content

Recommended Posts

Posted

უკვე რამოდენიმე წელი კომპანია Boston Dynamics უშვებს სხვადასხვა სირთული რობოტებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან წარადგინა რობოტი Handle, რომელსაც შეუძლია ყუთების გადატანა რობოტიზებული ხელებით. მიუხედავად ყველა ინოვაციისა, კომპანია ჯერ კიდევ რჩება სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად და მისი არც ერთი რობოტი არ არის საყიდლად ხელმისაწვდომი. კომპანიის დამფუძნებლის, მარკ რაიბერტის თქმით მიმდინარე წელს ეს ვითარება შეიცვლება - რობოტ SpotMini-ს ყიდვას შეძლებს ნებისმიერი, ვისაც ექნება სურვილი და შესაძენი თანხა. გაყიდვების დაწყების დრო მოახლოვდა - კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია 10 ერთეული SpotMini რობოტი როგორ ახორციელებს მძიმე სატვირთოს გადაადგილებას. 

image.jpeg 

ვიდეოზე ხდება დემონსტრირება, თუ რა ძალის პოტენციალი აქვს „ოთხთათიან“ რობოტს. უზარმაზარი სატვირთო გადაადგილებით ცხადი ხდება, რომ რობოტები ფლობენ დაუჯერებლად დიდ გამწევ ძალას და ამავე დროს შესანიშნავი მოჭიდების უნარიც აქვთ. დიდი ალბათობით, ასეთი რობოტების გამოყენება შესაძებელი იქნება მძმე კონტეინერების გადაადგილებისთვის, თუმცა ჩნდება კითხვა - რატომ უნდა იყიდონ კომპანიებმა ძვირადღირებული რობოტები, როდესაც არის უფრო იაფი ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობა? შესაძლებელია, რომ რობოტები უფრო ეფექტური იქნება უსწორმასწორო ზედაპირზე მუშაობისას - ისეთ ადგილებში, სადაც საბურავებიან ტრანსპორტს ფიზიკურად არ შეუძია გადაადგილება. 

SpotMini რობოტების ძალის დემონსტირების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  

ოთხფეხა SpotMini რობოტების პარალელურად Boston Dynamics ასევე ფლობს ადამიანისმაგვარ“ რობოტ Atlas-ს, რომელსაც შეუძია სხვადასხვა ტიპის ქმედებების განხორციელება. ამ რობოტის გაყიდვაში გამოსვლაზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა იგი თავის დანიშნულებას მიიღებდა საწარმოო კომპანიებში. ტვირთიანი ყუთების გადატანა შეუძია აგრეთვე ზემოთხსენებულ რობოტ Handle-საც.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.