Jump to content

Recommended Posts

Posted

ფინანსურმა საინფორმაციო სააგენტო Forbes-მა გამოაქვეყნა „მილიარდდოლარიანი კომპანიების“ ჩამონათვალი. მასში შედის ორგანიზაციები, რომლებმაც დანერგეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგია და მათი მინიმალური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

სიაში შედის კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან კრიპტოვალუტებითა და ბლოკჩეინით, აგრეთვე ტრადიციული საფინანსო დაწესებულებები, როგორებიცაა ბანკები და კლირინგ-ოგანიზაციები, კვების მრეწველობის კომპანიები, მიწოდების ჯაჭვის მართვის ფირმები და ა.შ. 

image.png 

ჩამოთვლილი კომპანიებიდან უმეტესობა არის საყოფაცხოვრებო ტიპის, მაგალითად Amazon, Walmart, Facebook, ING, Mastercard, Microsoft და Nestle. 

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიების რიცხვში შედიან: აშშ-ის კრიპტო ბირჟა Coinbase, ევროპული მაინინგისა და hardware-კომპანია Bitfury, აგრეთვე ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების ქსელი და XRP ტოკენების შექმნელი Ripple. 

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დამნერგავი კომპანიების ჩამონათვალთან ერთად სიაში ასევე შედის ინფორმაცია, ბლოკჩეინის რომელ პროტოკოლებს გამოიყენებენ ისინი: Hyperledger-ის სხვადასხვა პროტოკოლი, ბლოკჩეინ-კონსორციუმ R3-ის Corda პროტოკოლი და Ethereum-ის ქსელი, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი სხვადასხვა საწარმოო სფეროში. 

Forbes-ი აღნიშნავს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალს სხვადსხვა სახის ბიზნეს-პროცესების მართვაში და მაგალითად მოჰყავს Depository Trust & Clearing Corp (DTCC), რომელიც ახორციელებს 90 მილიონ ტრანზაქციას დღეში. 

მარტის შუა რიცხვებში DTCC-მა გამოაქვეყნა ოფიციალური white paper-ი, სადაც ხაზგასმული იყო ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისშემდგომი დამუშავება. დოკუმენტში აღნიშნულია ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების მზარდი ბაზრის უნიკალური მახასიათებლები, ასევე მოცემულია შემოთავაზება, რომ ხშირად იქნეს გამოყენებული გლობალური პოლიტიკის სტანდარტები ტრადიციულ ბაზრებზე და სარგებელი მოუტანოს დაინტერესებულ მხარეებს, რათა განსაზღვრონ ტოკნების პლატფორმებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.