Jump to content

Recommended Posts

Posted

მთელი მსოფლიოს მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ გამოიყენონ 3D ბეჭდვის ტექნოლოგია ხელოვნური ორგანოების შესაქმნელად. თუკი ხელოვნური ორგანოები დაამტკიცებენ თავინთ უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივმოქმედებას, მომავალში კაცობრიობა შეძებს დაივიწყოს დონორების ძიება და ადამიანებში ხელოვნური ორგანოები დანერგოს. ამ დრომდე იყო შემთხვევა, როდესაც შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ ადამიანის გული მექანიკური ასლი, თუმცა იგი სილიკონისგან იყო დამზადებული. რადგანაც ორგანიზმმა შეიძლება სილიკონი არ მიიღოს, მეცნიერებს უნდა შეექმნათ გული ადამიანის ბუნებრივი ქსოვილებისგან და ეს უკვე გამოუვიდათ. 

image.jpeg 

ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებენ თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები - მცირე ზომის გული შექმნისათვის მათ გამოიყენეს მხოლოდ ადამიანური ქსოვილები, რომლებიც არ იქნება უკუგდებული ორგანიზმის მიერ. ხელოვნური ორგანოს შემადგენლობაში შედის მისი მუშაობისთვის აუცილებელი კოლაგენი  და სხვადსხვა ბიოლოგიური მოლეკულა. 

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წარმატებით მოხდა გულის დაპროექტება და დაბეჭდვა და მას აქვს ყველა კომპონენტი: უჯრედები, სისხლძარღვები, პარკუჭები და სარქველები“ აცხადებს კვლევის ავტორი ტალ დვირი. 

ბიოლოგიური „მელნის“ სახით გამოყენებულ იქნა „პერსონალიზებული ჰიდროგელი“, რომელსაც საფუძვლად ედო ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ცხიმოვანი ქსოვილები. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ გულს შეუძლია კუმშვა, თუმცა მათ აუცილებლად უნდა მიაღწიონ იმას, რომ უჯრედებმა სინქრონში დაიწყონ მუშაობა. იმის თქმა, რომ ეს გული შეძლებს სავსებით ჩაანაცვლოს დონორის ორგან - ჯერჯერობით ნაადრევია: მკვლევარებს მოუწევთ ყველა აღმოჩენილ ნაკლოვანებაზე მუშაობა. 

ხელოვნური გულის 3D ბეჭდვის პროცესი იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=crT9iJMawjk 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.