Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ პროცესორის ქულერ G950-ს.

კომპანია Dynatron-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელწოდებით Dynatron G950 Genius.

მისი ყუთი არის სადა დიზაინის, გამოსახულია ქულერი და აწერია მისი სპეციფიკაციები.

genius%20001.gif

genius%20002.gif

მის კომპლეკტში შედეს Intel LGA 1156, 1366, 775 და AMD AM3, AM2+, AM2 სოკეტის სამაგრები. რადიატორი, ფენი და User Manual-ი.

მისი ზომებია 124 x 148 x120mm და იწონის 795 გრამს. ეს ქულერი დამზადებულია ალუმინის ფირფიტებისაგან და "გაყრილი" აქვს 4 ჰითფაიფი ანუ სითბური მილაკი. მისი ფენის ზომები არის 120 x 120 x 25mm, მისი სიჩქარე 20%-ზე არის 1000 RPM, 50%-ზე 1300 RPM და 100%-ზე ანუ მაქსიმალურ სიჩქარეზე მისი სიჩქარე შეადგენს 1600 RPM-ს. როდესაც ფენი მუშაობს 20%ზე იგი მოიხმარს 0.6w დენს, 50%-ზე 1.2w-ს და 100%-ზე 5.4w-ს. 20%ზე მუშაობისას მისი ჰაერის გამტარობა შეადგენს 42,5 CFM-ს, 50%-ზე 55,2CFM-ს და 100%-ზე 68 CFM-ს. თუ ჩვენ დავაყენებთ მის ფენს 20%-ზე მისი ხმაურის დონე 19.1 დებლიციდს მიაღწევს, 50%-ზე 23.8 დებლიციდს და 100%-ზე 26 დებლიციდს აღწევს მისი ხმაურის დონე. ჩემი აზრით საკმაოდ "წყნარი" ფენია. :)

მოდით ვნახოთ ეს ქულერი უფრო დეტალურად:

genius%20003.gif

genius%20004.gif

genius%20010.gif

genius%20011.gif

genius%20012.gif

genius%20013.gif

genius%20014.gif

genius%20016.gif

აი ესეც ჩვენი გენიოსი ქულერი. :)

ეხლა კი ვნახოთ თუ რა შეუძლია ამ ქულერს სინამდვილეში. ტესტირება ჩატარდა შემდეგ სისტემაზე:

დედაპლატა: Gigabyte GA-EP55A-UD6

პროცესორი: Intel Core i7 860 @ 3.8GHz 1.38 volts

ოპერატიული მეხსიერება: G-Skill ECO PC12800 4GB Dual Channel

ვიდეო ბარათი: XFX HD 4770

მყარი დისკი: Seagate 7200.11

კვების წყარო: Thermaltake Tough Power XT 850 (Sponsored by Thermaltake)

კეისი: -

პროცესორის ქულერი: Dynatron Genius

ოპერაციული სისტემა: Windows XP SP3

თერმო პასტა: Arctic Silver 5

აი ტესტის შედეგებიც:

idle.gif

load.gif

ამ ქულერის ფასი შეადგენს სულ რაღაც 34 აშშ დოლარს.

-==========================================================================-

ჩემი აზრით თავის ფასში საუკეთესო ქულერია.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.