Magdalena Posted April 16, 2019 Posted April 16, 2019 Binance Labs-მა, კრიპტო ბირჟა Binance-ის საინვესტიციო განყოფილებამ გამოყო 15 ათასი დოლარი სამიდან თითოეული სტარტაპისთვის, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე ღია კოდით. გრანტებს მიიღებენ: 1) Ironbelly - მობილური საფულე Grin/Mimblewimble ბლოკჩეინისთვის; 2) HORP - შეტყობინებების გაცვლისა და კონფიდენციალურობის დაცვის პროტოკოლი და 3) საფულე Kitsune - მოდერნიზებადი on-chain საფულე. ხსენებული სამი სტარტაპი ამ დროისთვის არის Binance Labs-ის სასტიპენდიო პროგრამის „სტიპენდიანტები“. Binance Labs-ი აფინანსებს და ეხმარება ღია კოდის მქონე პროექტების შემუშავებაში ადრეულ ეტაპებზე. Binance Labs-ის დირექტორის, Flora Sun-ის თქმით, ინოვაციებისათვის საჭიროა „მწარმოებლების, ანტრეპრენერების ერთობლიობა, რომლებიც წარადგენენ იდეებს და ქმნიან ახალ პროექტებს ბაზარზე გასატანად“. მან განაცხადა: „ჩვენი საქმიანობა მდგომარეობს ადრეულ სტადიაში პროექტებისთვის მხარდაჭერაში - იმ პროექტებისა, რომლებიც ქმნიან ინფრასტრუქტურას სარგებლიანობის გაზრდისა და ბლოკჩეინის ბაზარზე ზრდის უზრუნველყოფისათვის“. Binance Labs აგრეთვე მართავს საინკუბაციო პროგრამას, რომელიც ასევე პროექტების მხარდამჭერია საწყის ეტაპებზე. გასული წლის დეკემბერში კრიპტო ბირჟამ განაცხადა, რომ აფართოვებს თავის საინკუბაციო პროგრამას ხუთი ახალი ქალაქის მასშტაბით, ესენია: ბერლინი, ბუენოს-აირესი, ლაგოსი, სინგაპური და ჰონგკონგი. https://www.coindesk.com/binance-labs-grants-45000-to-3-open-source-blockchain-startups 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now