Magdalena Posted April 15, 2019 Posted April 15, 2019 Acer-მა დაანონსა ვირტუალური რეალობის მაღალი წარმადობის მქონე ჰედსეტი, რომელიც განკუთვნილია პლატფორმისთვის - Windows Mixed Reality. მოწყობილობა ConceptD OJO-ს აქვს 4320 × 2160 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერა, ასევე ლინზებს შორის დაშორების მართვის გამარტივებული სისტემა. კონსტრუქციაში მოცემულია რეგულირებადი ღვედები, რომელთა გადაადგილებით შესაძლებელია თავზე ჰედსეტის კომფორტულად მორგება. ახალი მოწყობილობა ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, იგი წარმოადგენს Acer-ის აღჭურვილობის სერიის ნაწილს და განკუთვნილია კონტენტის შემქმნელებისთვის. ConceptD OJO ჰედსეტის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლინზებს შორის სივრცის მარეგულირებელი მექანიზმით იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ. მოწყობილობა უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო პროცესს. ფოტოებზე გამოსახული ჰედსეტის ყურსასმენები, როგორც ცნობილია მოსახსნელი იქნება და ცალკე გაიყიდება. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. გასული თვის ბოლოს გამოვიდა ვირტუალური რეალობის კიდევ ერთი ჰედსეტი Windows Mixed Reality პლატფორმისთვის. საუბარია მოწყობილობაზე HP Reverb, რომლის ფასი 599 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/985815 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now