Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

11 აპრილს ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიურმა კომპანია Horizen Labs-მა, რომელიც ბიზნესს ეხმარება  distributed ledger-პლატფორმების შექმნაში, მოიზიდა 4 მლნ დოლარი. 

თავდაპირველად Horizen Labs-ის მიზანი იყო 2 მლნ აშშ დოლარის ფინანსირება, თუმცა დასახულ მიზან გადააჭარბა და მიიღო 4 მლნ დოლარი ინსტიტუციონალიზებული სააჭრო კომპანია Digital Currency Group-ისგან. ეს უკანასკნელი სპეციალიზებულია კრიპტოვალუტებზე, Liberty City Ventures ფონდსა და სხვადასხვა დამოუკიდებელ ინვესტორებზე.  

კომპანია გეგმავს განავითაროს sidechain-as-a-service პროდუქტები. Sidechain-ები დანერგილი და გამოყენებული იქნება კომერციული გამოყენების ბლოკჩეინის შემუშავებისთვის და შეასრულებენ სხვადასხვა ამოცანებს წარმადობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. 

Digital Currency Group-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, Barry Silbert-ის თქმით, Sidechain-პროდუქტები კომპანიებს საშუალებას აძლევს „დანერგონ ციფრული საბუღალტრო წიგნის ინდივიდუალური ტექნოლოგიები თავიანთ ოპერაციებში, მოაგვარონ ბლოკჩეინის დანერგვის ბარიერის დაძლევის საკითხი და საფუძვლიანად განავითარონ ინდუსტრია“. 

როგორც „დიდი ოთხეულის“ აუდიტის კომპანიის (KPMG) გამოკითხვამ აჩვენა, უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა 48% მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინი შეცვლის ბიზნესის მართვის მეთოდებს უახლოეს სამ წელიწადში. გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა განაცხადა, რომ შეუძიათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. 

სხვადასხვა კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინსტიტუციონალიზებულ ინვესტორთა 40% თვლის - ბლოკჩეინი შესაძოა გახდეს ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგია ინტერნეტის შემდეგ. გარდა ამისა, გამოკითხულთა თითქმის მესამედი მიიჩნევს, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში კომპანიებმა აუცილებლად უნდა იპოვონ ბლოკჩეინ-ხელმძღვანელები და შეიყვანონ დირექტორთა საბჭოში. ინვესტორთა 38% თვლის, რომ კომპანიებმა მიდგომა უნდა შეცვალონ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან მიმართებაში დადგენილი დროის პერიოდში. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.