Jump to content

Recommended Posts

Posted

Facebook-მა შესაძლოა დაიბრუნოს Messenger-ჩატი თავის მთავარ აპლიკაციაში. ეს ფუნქცია ამჟამად იტესტება და იგი შეამჩნია სოციალური ქსელის მკვლევარმა, დამკვირვებელმა Jane Manchun Wong-მა. ეს სიახლე ნიშნავს იმას, რომ შეძლებთ გამოიყენოთ ერთი აპლიკაცია, როგორც სოციალური ქსელის პლატფორმაც და  შეტყობინებების გაცვლის საშუალებაც. ცვლილების მიხედვით გამოყენებული იქნება „Messenger-ღილაკი“ Facebook-ის აპლიკაციაში და ცალკე Messenger-ის გახსნის ნაცვლად გადახვალთ პირდაპირ ჩატის განყოფილებაში. 

Messenger- თავდაპირველად ამოქმედდა როგორც ცალკეული აპლიკაცია 2011 წელს, 2014 წელს კი Facebook-მა გააუქმა თავისი ფუნქციონალურობა როგორც ერთიანმა, ერთსახელიანმა აპლიკაციამ. ხუთი წლის შემდეგ Facebook-ი ემზადება მოახდინოს თავისი Messenger-აპლიკაციების ინტეგრირება და ზემოთხსენებული ფუნქციონალურობა ბრუნდება. 

image.png 

Jane Manchun Wong თავის Twitter-ზე აღნიშნავს, რომ ხსენებული ახალი ჩატის სექცია მოიცავს Messenger-ის ფუნქციათა ნაკრების მხოლოდ ნაწილს. ეს ნიშნავს შემდეგს: ახალი ჩატი შეგიძლიათ გამოიყენოთ შეტყობინებების გაცვლისთვის, ხოლო ფოტოების გასაგზავნად ან ზარების განსახორციელებლად კვლავ Messenger-ის ცალკეული (standalone) აპლიკაცია იქნება საჭირო. 

Wong-ის მიერ შემჩნეული რედიზაინი თავდაპირველად იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა და გახმაურდა მარტში. იტერფეისი ზუსტად ასახავს Facebook Messenger-ის „white redesign“-ს. ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება ხელმისაწვდომი შეტყობინებების გაცვლის ახალი ინტერფეისი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.