Jump to content

Recommended Posts

Posted

ისრაელის კერძო კომპანია SpaceIL-ის კოსმოსურმა აპარატმა ვერ შეძლო მთვარის ზედაპირზე დაშვება. ოპერაციის მსვლელობისას წარმოიშვა რამოდენიმე პრობლემა, რომელთა დროულად მოგვარებაც ვერ მოხერხდა. მოდული ოფიციალურად დაკარგულად ითვლება. შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა პირდაპირი ტრანსლაციისას, რომელიც ხორციელდებოდა მოდული მართვის ცენტრიდან. 

image.jpeg 

„სამწუხაროდ, ვერ შევძელით აპარატის დასმა მთვარეზე“ - აღნიშნა მართვის ცენტრის თანამშრომელმა. Beresheet-ის დაშვების ტრანსლაცია მიმდინარეობდა SpaceIL-ის ოფიციალურ YouTube-არხზე. 

დაშვების დაწყების წინ აპარატმა აამოქმედა მთავარი და დამატებითი ძრავები, განახორციელა რამოდენიმე მაკორექტირებელი მანევრი მოდულის ორიენტირებისთვის. რამოდენიმე წუთს შემდეგ Beresheet-მა გამოგზავნა „სელფი“ მთვარის ზედაპირის ფონზე 22 კილომეტრის დაშორებიდან. ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. 

image.jpeg 

ამის შემდეგ კი პრობლემები დაიწყო. თავდაპირველად მისიის მართვის ცენტრმა დაკარგა აპარატის ტელემეტრიის მონაცემები. 

image.jpeg 

რამოდენიმე წამში მონაცემთა მიმოცვლა აღდგა, თუმცა წარმოიშვა უფრო სერიოზული პრობლემა: გაითიშა მთავარი ძრავი, რომლის მეშვეობითაც მოდული დაშვებას ახორციელებდა. მოხერხდა ძრავის ხელმეორედ ამოქმედება, თუმცა როგორც ჩანს ამ პროცესზე მეტისმეტად დიდი დრო დაიხარჯა და ვერ მოესწრო აპარატის სიჩქარის შენელება ზედაპირთან მიახლოებამდე. ოფიციალური მონაცემებით, Beresheet-თან კავშირი დაკარგულია. 

მოდულის წარუმატებლობის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი რამოდენიმე წელში მაინც დასვამს კოსმოსურ აპარატს მთვარეზე. 

„2,5 – 3 წლის შემდეგ ისრაელის კოსმოსური აპარატი დაეშვება მთვარის ზედაპირზე“ - თქვა მან. პრემიერი მისიის მსვლელობისას იმყოფებოდა მართვის ცენტრში, საიდანაც მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაცია. 

მთვარის მიმართულებით Beresheet-ი გაფრინდა 47 დღის წინ. ამ პერიოდის განმავლობაშ მან გადალახა 6,5 მლნ კილომეტრიანი დაშორების მანძილი. 4 აპრილს მოდული მთვარის ორბიტაზე გავიდა. 

დაშვება რომ წარმატებით დასრულებულიყო, ისრაელი გახდებოდა  რიგით მეოთხე ქვეყანა აშშ-ის, რუსეთსა და ჩინეთის შემდეგ, რომელმაც მიიტანდა რობოტიზებულ პლატფორმა მთვარეზე მუშა მდგომარეობაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.