Jump to content

Recommended Posts

Posted

კენედის კოსმოსური ცენტრის LC-39A კომპლექსიდან, რომელიც NASA-ს ეკუთვნის, განხორციელდა SpaceX-ის კუთვნილი სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy-ს პირველი წარმატებული კომერციული ფრენა. რაკეტის გაშვება უნდა მომხდარიყო ერთი დღით ადრე, თუმცა გადაიდო არახელსაყრელი ამინდის გამო. რაკეტა გეოსტაციონარულ ორბიტაზე უნდა გაეყვანა ახალი თანამგზავრი Arabsat 6A, რომელიც ეკუთვნის საუდის არაბეთის თანამგზავრულ ოპერატორ კომპანია Arabsat-ს. თანამგზავრის წონა 6465 კილოგრამს შეადგენს. 

image.jpeg 

ამოქმედების დაწყებიდან მესამე წუთზე გვერდითი ამაჩქარებლები მოსცილდა რაკეტას. მეოთხე წუთზე მოხდა ცენტრალური ბუსტერის მოცილება. 

image.jpeg 

რამოდენიმე წუთში ამაჩქარებლები წარმატებულად და ფაქტობრივად სინქრონულად დაეშვნენ სპეციალურ დასაფრენ მოედნებზე - Landing Zone 1 და Landing Zone 2 (LZ-1 და LZ-2), რომლებიც განთავსებულია აშშ-ის საჰერო სამხედრო ძალების ბაზაზე. 

Falcon Heavy- ნაწილის - „პირველი დონის“ დაშვება განხორციელდა ავტონომიურ მცურავ ბორანზე ატლანტის ოკეანეში. დაშვებისას რამოდენიმე წამი გაითიშა მასზე არსებული კამერა და როგორც ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა, რაკეტის ამ ნაწილმაც წარმატებით შეძლო განსაზღვრულ ადგილზე დაშვება. ამგვარად, თავის ისტორიაში პირველად SpaceX-მა შეძლო მშვიდობით დაესვა სამი ამაჩქარებელი. 

image.jpeg 

გაშვებიდან ნახევარი საათის შემდეგ რაკეტამ მიაღწია დაგეგმილ ორბიტალურ სიმაღლეს, კიდევ რამოდენიმე წუთის შემდეგ კი წარმატებით მოხდა რაკეტისა და სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ Arabsat 6A-ს განცალკევება. 

image.jpeg 

რაკეტის გაშვების ამსახველ პირდაპირ ტრანსლაციაში გამოცხადებულ იქნა, რომ რაკეტის ამაჩქარებლების უკან მშვიდობით დაბრუნების შემთხვევაში დაგეგმილია მათი ხელმეორედ გამოყენება მომდევნო კომერციულ მისიაში. 

ეს Falcon Heavy-ს გაშვების მეორე შემთხვევაა (პირველი კომერციული). შეგახსენებთ, რომ სუპერმძიმე გამწევი რაკეტის პირველი სატესტო ფრენა შედგა 2018 წლის 6 თებერვალს. ამ მისიისას კოსმოსში „ტვირთის“ სახით გაიგზავნა ილონ მასკის პირადი Tesla-მობილი, რომლის საჭესთანაც იჯდა მანეკენი Starman-ი. ელექტრომობილი მანეკენთან ერთად გაუშვეს მარსის ორბიტასკენ. პირველი არაკომერციული ფრენის დროსაც შესაძლებელი გახდა გვერდითი ამაჩქარებლების წარმატებით დასმა განსაზღვრულ ადგილებზე, რაკეტის ცენტრალური მთავარი ამაჩქარებელი კი მცურავ ბორანს ასცდა და წყალში ჩავარდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.