Jump to content

Recommended Posts

Posted

YouTube TV თავისი არხების პაკეტში ამატებს Discovery-ს. დღესდღეობით YouTube TV-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომია Discovery Channel, HGTV, Food Network, TLC, Investigation Discovery, Animal Planet, Travel Channel და MotorTrend. სამწუხაროდ, ამ პოპულარული არხების სერვისში დამატება იწვევს იმას, რომ YouTube კვლავ გაზრდის ფასს თავის ინტერნეტ-ტელევიზიაზე. სერვისის ღირებულება გახდება თვეში 50 აშშ დოლარი (ან 55 დოლარი Apple-ის მოწყობილობებიდან გამოწერის შემთხვევაში). უკვე არსებული მომხმარებლები ახალი ფასის გადახდას დაიწყებენ 13 მაისიდან.  

image.png 

კომპანია ირწმუნება, რომ Discovery-ს დამატება თავად მომხმარებლების მიერ იყო მოთხოვნილი და დიდი ალბათობით მისი დამატებით დაბალანსდება იმ მოხმარებლების დაკარგვა, რომლბიც დაზარალდნენ ბოლო პერიოდშ მომატებული ფასით. ქვემოთ წარმოდგენილია YouTube TV-ის არხების ჩამონათვალი (რეგიონალური სპორტული არხები როგორც ჩანს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად იმყოფება მომხმარებელი): 

 

image.png 

არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არსებობდა ეს არხები YouTube TV-ზე ამ დრომდე. ტრადიციული სადენიანი ტელევიზიების პროვაიდერებისგან განსხვავებით, არხის მფლობელებს სურთ, რომ იხდიდნენ მათი ინტერნეტ-ტელევიზიის ტრანსლირებისთვის. ხშირად კომპანიები თვლიან, რომ ეს არ ღირს. მაგალიად, ზოგიერთ ინტერნეტ-ტელევიზიას, მაგალითად YouTube TV, Hulu Live TV და PlayStation Vue - არ აქვთ Viacom-ის ქსელების გამოწერა. 

YouTube TV უამრავი მომხმარებლისთვის საყვარელი სერვისია მისი მარტივი ინტერფეისის, საიმედოობის, ვიდეორეგისტრატორების შეუზღუდავი რაოდენობის და ა.შ. გამო. მომხმარბლები იმედოვნებენ, რომ მისი ღირებულება მეტად აღარ გაიზრდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.