Jump to content

Recommended Posts

Posted

აეროკოსმოსურ სააგენტო NASA-ს სპეციალისტებს სიახლე აქვთ მარსი კვლევის საკითხში - მარსმავალმა გაბურღა თიხიანი ნიადაგი კრატერ  „გეილი“-ში. 

image.jpeg

 

„ნუ მისცემ ნებას საკუთარ ოცნებას - დარჩეს ოცნებად“  - დაწერა Twitter-ზე მეცნიერთა გუნდის წევრმა, რომელიც მარსროვერის მართვას ახორციელებდა. – „როგორც იქნა ამ თიხის ზედაპირის ქვეშ აღმოვჩნდით. წინ სამეცნიერო კვლევებია“. 

„ამ მომენტს მისია ელოდა მას შემდეგ, რაც კრატერი „გეილი“ ამორჩეულ იქნა დასაშვებ მოედნად“ - აღნიშნა Curiosity-ს გუნდის წევრმა Scott Guzewich-მა. 

image.jpeg 

მარსმავალის წინაშე დასახული მიზანი, რომ უნდა გაებურღა მარსული ნიადაგი დაგეგმილ მონაკეთზე, მიღწეულია. მისია, სახელად Aberlady - შესრულებულია. ამის შემდეგ მკვლევართა ჯგუფი დაკავდება აღებული ნიადაგის ნიმუშების გამოკვლევა-შესწავლით და ეცდება გაიგოს უფრო მეტი რამ მარსის ამ რეგიონის შესახებ. 

Curiosity- კრატერ გეილიზე“ გაშვების დაანონსებისას, 2011 წელს კოსმოსურმა სააგენტომ ისაუბრა, რომ არსებობს ალბათობა ამ რეგიონში ძველ დროში წყალი არსებულიყო, აგრეთვე განიხილა ისიც, თუ როგორ აისახება ეს ორგანული ნაერთების ძიების საკითხზე. 

„ზოგიერთი მინერალი, მათ შორის ისინიც, რომლის აღმოჩენაც Curiosity-ს შეუძლია სულფატებით მდიდარ ამ რეგიონში (საუბარია კრატერ „გეილის“ ფსკერზე), კარგად ახდენს ორგანული ნაერთების შენარჩუნებას და იცავს მა დაჟანგვისგან“ - აცხადებდა იმ დროს NASA. ამჯერად კი სპეციალისტებს უკვე მიეცათ საშუალება - უფრო ახლოს გაეცნონ მარსზე არსებული ნიადაგის სახეობას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.