Magdalena Posted April 10, 2019 Posted April 10, 2019 Facebook-ში განაცხადეს, რომ რამოდენიმე სიახლე იქნება წარმოდგენილი იმ ადამიანების პროფილებზე, რომლებიც უკვე გარდაცვლილნი არიან. მათ პროფილებზე დაემატება ახალი განყოფილება. ამ პიროვნების ოჯახის წევრები და ახლობლები შეძლებენ პერიოდულად გამოაქვეყნონ ახლობელ ადამიანზე მოგონებები თავიანთი გვერდებიდან. ახალი სისტემის მიზანი შემდეგში მდგომარეობს: იგი საშულებას იძლევა მემორიალური პროფილები დარჩეს ისეთივე, როგორებიც იყო კონკრეტული პიროვნების გარდაცვალებამდე. აგრეთვე უზრუნველყოფს სივრცეს, სადაც მოხდება მოგონებებისა და სხვა სახის ჩანაწერების შესრულება. გარდა ამისა, Facebook-ი ახალ პარამეტრებს ამატებს მოძველებული კონტაქტებისთვის (მეგობრები ან ოჯახის წევრები მიიღებენ საშუალებას - გარდაქმნან პროფილი მემორიალურ ექაუნთად მომხმარებლის გარდაცვალების შემდეგ), რათა გაუმჯობესდეს ამ გვერდების მართვა. „მემკვიდრეობით მიღებული“ კონტაქტებით შესაძლებელი გახდება მონაცემთა ახალი განყოფილების მოდერირება, იმის განსაზღვრა, თუ ვის შეუძლია ამ გვერდზე განათავსოს ან იხილოს შეტყობინებები და განახლებული ჩანაწერები. და ბოლოს, Facebook-ი აცხადებს, რომ სისტემაში შეტანილია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, რათა ხელი შეუშალოს არასათანადო სივრცეებში მემორიალური ექაუნთების გამოჩენას, მაგალითად როგორებიცაა ღონისძიებაზე მოწვევა ან ახლობლების მოახლოებული დაბადების დღეების შესახსენებელი სია. https://www.theverge.com/2019/4/9/18301885/facebook-tributes-section-memorialized-profiles-commemorate
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now