Jump to content

Recommended Posts

Posted

პლანშეტების პოპულარობა თანდათან მცირდება, ინტერნეტ-ვაჭრობის გიგანტის მიერ წარმოებული სმარტფონი კი ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა ეს ხელს არ უშლის ჯეფ ბეზოსის კომპანიას, აქტიურად განავიაროს საკუთარი კომპანიის ეკოსისტემა ხმოვანი ასისტენტის, Alexa-ს ჩართულობით, რომელმაც სათანადო ადგილი დაიმკვიდრა სმარტ-მოწყობილობებში. როგორც სააგენტო Bloomberg- წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, Amazon-ს ქვეგანყოფილებაში მიმდინარეობს უსადენო ყურსასმენებზე მუშაობა. ხსენებული ყურსასმენები წლის მეორე ნახევარში გამოვა და მნიშვნელოვნად შეარყევს Apple AriPods-ის პოზიციებს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს Alexa-ს ინტერფეისის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Amazon-ის ყურსასმენების მფლობელს შეეძლება გამოძახოს სმარტ-ასისტენტი ხმოვანი ბრძანებით, აგრეთვე უპასუხოს ან უარი თქვას შემომავალი ზარების მიღებაზე ყურსასმენების კორპუსზე ტაქტილური თანაქმედებით. Apple AirPods-ის ღირებულება არანაკლებ 159 აშშ დოლარს შეადგენს, Amazon-ი კი უფრო დაბალ ფასს შემოგვთავაზებს თავის ყურსასმენებზე. Amazon-ის ყურსასმენების დატენვა შესაძლებელი იქნება მათ სპეციალურ ფუტლარში, ბუდეში მოთავსებით, რომელიც კვების წყაროს დაუკავშირდება USB კაბელით. 

ჯერჯერობით გათვალისწინებულია ყურსასმენების გამოშვება მხოლოდ ორ, რუხ და შავ ფერში. ყურზე დაფიქსირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფიქსატორები წარმოდგენილი არ იქნება, ისევე როგორც Apple-ის შემთხვევაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.