Jump to content

Recommended Posts

Posted

ავიამშენებლობის კონცერნმა Airbus-მა შექმნა სატვირთო განყოფილებაში მგზავრების განთავსების სისტემა, რომლის პრაქტიკაში გამოყენება ორი წლის შემდეგ დაიწყება. საფუძვლად ინჟინრებმა აიღეს ბორტის მოდულები, სადაც ეკიპაჟი ისვენებს ხანგრძლივი ფრენის პერიოდებში. სისტემაზე მშაობა მიმდინარეობდა ფრანგულ კომპანია Safran-თან ერთად. 

image.jpeg 

პირველი ავიალაინერი, სადაც დაიწყებენ მგზავრების განთავსებას სატვირთო განყოფილებაში, იქნება Airbus A330, მსგავსი სისტემა დაინერგება Airbus A350 თვითმფრინავებშიც. ერთი მოდულის სიგრძე შეადგენს 2,4 მეტრს, სიგანე - 4 მეტრს, სიმაღლე - 1,55 მეტრს. როგორც Bloomberg-ი წერს, ახალი მოდულები დაყენდება როგორც თვითმფრინავის მშენებლობისას ქარხანაშივე, აგრეთვე უკვე არსებული ბორტების მოდერნიზაციის დროს. 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავიაკომპანიები დაიწყებენ ამგვარი ადგილების გაყიდვას? შესაძლებელია. მანამდე კი ევროპული ავიასამშენებლო კონცერნი აპირებს სატვირთო განყოფილებაში განათავსოს სხვადასხვა სახის სივრცეები, მაგალითად საბავშ ოთახები, გასართობი და საძილე ზონები. ერთ A330 (200F) თვითმფრინავში შესაძლებელია განთავსდეს 12 ასეთი მოდული, რომლებშიც მოცემული იქნება ბარი, სპორტდარბაზი და, რა თქმა უნდა, სამგზავრო მოდული სავარძლებით. 

image.jpeg 

თეორიულად, ავიაკომპანიები ჩვეულებრივ გაყიდიან ამგვარ ადგილებს (სუპერ ეკონომ კლასი), რომლებიც მნიშვნელოვნად იაფი ეღირება თვითმფრინავის ზედა ნაწილში არსებულ სამგზავრო ადგილებთან შედარებით. 

Airbus-ის მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ გახლავთ. კომპანიას უკვე აქვს ნათქვამი, რომ მუშაობს, სატვირთო თვითმფრინავები სწრაფად აქციოს სამგზავროებად. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.