Jump to content

Recommended Posts

Posted

4 აპრილს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ინსტიტუციონალიზებული კრიპტოვალუტების პრემიუმ-დილერის SFOX-ის ინდექსი ციფრული ვალუტების ბაზარს „მსუბუქად ხარულად“ მიიჩნევს. 

ანგარიშის მომზადებისას კომპანიამ შეაგროვა ძირითადი ბირჟების მარტის მონაცეები ფასების, მოცულობისა და ცვალებადობის შესახებ, რათა შეესწავლა ექვსი წამყვანი მონეტის მაჩვენებლები. ესენია: Bitcoin (BTC), Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Litecoin (LTC), Bitcoin SV (BSV), და Ethereum Classic (ETC). 

image.png 

ცნობილი ხდება, რომ SFOX-ის მრავალფაქტორიანი ბაზრის ინდექსი მიუთითებს - კრიპტოვალუტების ბაზარი აპრილიდან მსუბუქად ხარულია, რამდენადაც Bitcoin Cash, Ethereum და Litecoin იტყობინებიან მნიშნელოვან არასტაბილური მოძრაობების შესახებ, რომლებიც არ იყო დაკავშირებული Bitcoin-თან. მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბაზარი ჯამში შესაძლოა გაიზარდოს, განვითარდეს Bitcoin-ის ფარგლებს გარეთ. 

Bitcoin-ისა და სხვა ვალუტების 30-დღიანი კორელაციიდან გამომდინარე, ETC იყო ყველაზე ნაკლებად კორელირებადი Bitcoin-თან მიმართებაში, მაჩვენებლით - 0.685, ამავე დროს Bitcoin-ზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული კრიპტოების წყვილი იყო LTC და ETC - კორელაციის მაჩვენებლით - 0,453. კორელაცია 1 ითვლება ძველაზე ძლიერად. 

ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ BTC-სა და ETC-ს შორის კორელაციამ შემცირება დაიწყო მარტის დასაწყისიდან 20 მარტამდე და დაფიქსირდა დაბალი პოზტიული კორელაცია 0,21. 

მიმდინარე კვირაში ციფრული ვალუტების საინვესტიციო კომპანია BKCM LLC-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Brian Kelly-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ის შემდგომი სამიზნეა 6 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თანაც, კრიპტო მარკეტები კორელაციის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს უახლოვდებიან.  

„ყველა ნიშანი, რაც ხელთ გვაქვს - იქნება ეს საფუძველი, ტექნიკური მონაცემები, თუ რაოდენობრივი ანალიზი - იძლევა საშუალებას, ჩაითვალოს, რომ დავიწყეთ bottoming-პროცესი (უმდაბლესი მაჩვენებლის დაფიქსირება). ამ ნაბიჯში საინტერესო ისაა, რომ იგი ხელს უწყობს ფუნდამენტისა და ინსტიტუციონალური განწყობის გაუმჯობესებას“. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.