Magdalena Posted April 6, 2019 Posted April 6, 2019 4 აპრილს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ინსტიტუციონალიზებული კრიპტოვალუტების პრემიუმ-დილერის SFOX-ის ინდექსი ციფრული ვალუტების ბაზარს „მსუბუქად ხარულად“ მიიჩნევს. ანგარიშის მომზადებისას კომპანიამ შეაგროვა ძირითადი ბირჟების მარტის მონაცემები ფასების, მოცულობისა და ცვალებადობის შესახებ, რათა შეესწავლა ექვსი წამყვანი მონეტის მაჩვენებლები. ესენია: Bitcoin (BTC), Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Litecoin (LTC), Bitcoin SV (BSV), და Ethereum Classic (ETC). ცნობილი ხდება, რომ SFOX-ის მრავალფაქტორიანი ბაზრის ინდექსი მიუთითებს - კრიპტოვალუტების ბაზარი აპრილიდან მსუბუქად ხარულია, რამდენადაც Bitcoin Cash, Ethereum და Litecoin იტყობინებიან მნიშნელოვან არასტაბილური მოძრაობების შესახებ, რომლებიც არ იყო დაკავშირებული Bitcoin-თან. მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბაზარი ჯამში შესაძლოა გაიზარდოს, განვითარდეს Bitcoin-ის ფარგლებს გარეთ. Bitcoin-ისა და სხვა ვალუტების 30-დღიანი კორელაციიდან გამომდინარე, ETC იყო ყველაზე ნაკლებად კორელირებადი Bitcoin-თან მიმართებაში, მაჩვენებლით - 0.685, ამავე დროს Bitcoin-ზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული კრიპტოების წყვილი იყო LTC და ETC - კორელაციის მაჩვენებლით - 0,453. კორელაცია 1 ითვლება ძველაზე ძლიერად. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ BTC-სა და ETC-ს შორის კორელაციამ შემცირება დაიწყო მარტის დასაწყისიდან 20 მარტამდე და დაფიქსირდა დაბალი პოზიტიული კორელაცია 0,21. მიმდინარე კვირაში ციფრული ვალუტების საინვესტიციო კომპანია BKCM LLC-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Brian Kelly-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ის შემდგომი სამიზნეა 6 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თანაც, კრიპტო მარკეტები კორელაციის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს უახლოვდებიან. „ყველა ნიშანი, რაც ხელთ გვაქვს - იქნება ეს საფუძველი, ტექნიკური მონაცემები, თუ რაოდენობრივი ანალიზი - იძლევა საშუალებას, ჩაითვალოს, რომ დავიწყეთ bottoming-პროცესი (უმდაბლესი მაჩვენებლის დაფიქსირება). ამ ნაბიჯში საინტერესო ისაა, რომ იგი ხელს უწყობს ფუნდამენტისა და ინსტიტუციონალური განწყობის გაუმჯობესებას“. https://cointelegraph.com/news/sfox-market-index-reads-current-crypto-market-as-mildly-bullish 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.