Jump to content

Recommended Posts

Posted

დაგეგმილ ვადაზე ერთი კვირით ადრე კომპანია Verizon-მა აამოქმედა თავისი 5G კომერციული ქსელი, რომელიც მსოფლიოში პირველი უნდა ყოფილიყო. აგრეთვე გაკეთდა  სამხრეთკორეული ოპერატორების იმედისმომცემი განცხადება, რომ კომპანია SK Telecom რამოდენიმე შედარებით პატარა კომპანიასთან ერთად გახდებოდა მსოფლიოში პირველი კომერციული 5G ქსელის ოპერატორი. Verizon-მა დააკორექტირა თავისი გრაფიკი, რათა კორეელებისთვის დაესწრო ორი დღით, თუმცა არც სამხრეთკორეელები ჩამორჩნენ და იგივე მოიმოქმედეს. შედეგად, პირველი კომერციული ქსელის გამშვების სახელი ორივე კონკურენტმა (აშშ-მა და სამხრეთ კორეამ) გაინაწილა. 

image.jpeg 

კიდევ ერთმა ამერიკულმა ოპერატორმა - AT&T-მა თავისი მეხუთე თაობის ქსელი სმარტფონებისთვის აამოქმედა მიმდინარე კვირის დასაწყისში, თუმცა კომერციული ექსპლუატაცია მოგვიანებით დაიწყება. სხვათა შორის, ეს კომპანია თავს გამარჯვებულად თვლის 5G შეჯიბრში, რადგანაც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შესთავაზა 5G ქსელი გარკვეული რაიონების მაცხოვრებლებს.   

image.jpeg 

დღესდღეობით მეხუთე თაობის ქსელის გამოყენება შეუძლიათ მინეაპოლისისა და ჩიკაგოს ცალკეული რაიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც ფლობენ დამატებითი უკანა პანელის Moto Mod 5G-ის მქონე სმარტფონ Moto Z3-ს. ეს არის Verizon-ის გეგმის პირველი ეტაპი, რომლის თანახმადაც სერვისი 5G Ultra Wideband 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის 30-ზე მეტ ქალაქში გახდება ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

პირველი მომხმარებლები მიიღებენ ჩამოტვირთვის ტიპურ სიჩქარეს - 450 მბიტი/წამიდა 1 გბიტი/წამამდე, 30 მილიწამიანი შეფერხებით.Verizon- პირობას დებს, რომ მიმდინარე წელს გააუმჯობესებს წარმადობას და განახორციელებს ქსელის მოდერნიზებას პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლებების შედეგად. 

ქსელის დაფარვის ტერიტორია კონცენტრირებული ჩიკაგოსა და მინეაპოლისის ღირსშესანიშნაობების განთავსებისა და ძველი ცენტრების ადგილებში, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალიად ხალხმრავალ ქუჩებსა და ხშირად მონახულებად ობიექტებში. 5G ქსელის დაფარვის ფარგლებს გარეთ კი მომხმარებლების მოწყობილობები გადაირთვება Verizon 4G LTE საიმედო ქსელზე. 

image.jpeg 

კონტრაქტიანი მომხმარებლები, რომელთაც ექნებათ ულიმიტო სატარიფო გეგმები Verizon Go Unlimited, Beyond Unlimited ან Above Unlimited, მიიღებენ შეუზღუდავ წვდომას 5G ქსელზე თვეში დამატებით 10 დოლარად, პირველი სამი თვის განმავლობაში მომსახურებით სარგებლობა უფასოა.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.