Magdalena Posted April 5, 2019 Posted April 5, 2019 Google Assistant დღეიდან შეძლებს ისაუბროს ცნობადი პირების ხმით. პირველი მათგანი იქნება ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი John Legend. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრემის ლაურეატი სმარტ-ასისტენტის მომხმარებელს უმღერებს სიმღერებს, შეატყობინებს ამინდის შესახებ ცნობებს, პასუხს გასცემს სხვადასხვა კითხვაზე და ა.შ. John Legend - ექვსიდან ერთ-ერთია Google Assistant-ის ახალი ხმებიდან. სიახლის შესახებ თავდაპირველად დაანონსდა Google I/O 2018-ზე, სადაც კომპანიამ წარადგინა საუბრის სინთეზის მოდელის - WaveNet-ის წინასწარი ვერსია. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია Google-ის ხელოვნურ ინტელექტ DeepMind-ზე, მუშაობს ადამიანური საუბრის საფუძველზე და ხმოვანი სიგნალების პირდაპირ მოდელირებაზე. შედეგად იქმნება რეალისტურის მსგავსი ხელოვნური მეტყველება. „WaveNet-მა საშუალება მოგვცა დაგვეზოგა დრო, რაც საუბრის სტუდიური ჩაწერისთვის იყო საჭირო - მოდელს ნამდვილად შეუძლია გადმოსცეს მსახიობური ხმის მრავალფეროვნება“ - განაცხადა Google-ის აღამსრულებელმა დირექტორმა Sundar Pichai-მ. Google-ში არსებობს John Legend-ის საუბრის რამოდენიმე ჩანაწერი, რომელიც წინასწარ იქნა შერჩეული. არის მცირე გაურკვევლობები, თუმცა ძირითადად სისტემა სტანდარტულად ახორციელებს პასუხის გაცემას ინგლისურ ენაზე. იმისათვის, რომ სმარტ-ასისტენტში Jon Legend-ის ხმა გააქტიურდეს, მომხმარებელს უბრალოდ შეუძლია თქვას: „Hey Google, ისაუბრე Jon Legend-ივით“ ან გადავიდეს Google Assistant-ის პარამეტრებში და გადართოს სასურველ ხმაზე. ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - მომავალში კომპანია გააგრძელებს ექსპერიმენტირებას ამ მიმართულებით. https://3dnews.ru/985259
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now