Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

SpaceX -ის ახალი თაობის კოსმოსურმა რაკეტა Starship-მა წარმატებით გაიარა საბორტო ძრავის გამოცდა, თუმცა ტრანსპორტი შორს არ წასულა. ძრავის ამოქმედება იყო გამოცდა, ე.წ. static fire, რომელიც განკუთვნილი იყო ძრავის გამოსაცდელად. ხსენებული გამოცდა პირველ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც რაკეტა ამოქმედდა საკუთარი ძრავის მეშვეობით და შეძლებს ფრენას უახლოეს მომავალში. 

საუბარი ეხება კონკრეტულ სატრანპორტო საშუალება „Starhopper»-ს, რომელიც განკუთვნილია Starship-ის საბაზისო კონსტრუქციისა და ტექნოლოგიის ტესტირებისთვის. როგორც უკვე ვიცით, Starship – ეს არის გიგანტური კოსმოსური რაკეტა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების მთვარესა და მარსზე ტრანსპორტირება. ილონ მასკის თქმით, Starship/Super Heavy combo შეძლებს  დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიტანოს 100 ათასი კგ ტვირთი, რაც მას აქცევს ერთ-ერთ უმძლავრეს რაკეტად, რაც კი ოდესმე შექმნილა. 

image.png 

მანამდე, სანამ რაკეტა კოსმოსში გავა, SpaceX გეგმავს რამოდენიმე სატესტო ფრენის განხორციელებას Starhopper-ით. ეს გამოცდები მოიცავს ძრავის (ან ძრავების) შემოწმებას. გამოიცდება ახალი მძლავრი ძრავი Raptor  რაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტი სამომავლო Starship-ისა და სუპერმძიმე რაკეტისთვის. 

SpaceX-მა Raptor-ის სრული ვერსია თებერვალში წარმოადგინა. დღესდღეობით Starhopper-ში მხოლოდ ერთი Raptor-ძრავია განთავსებული, რაც ილონ მასკის თქმით, რაკეტას საკმაოდ მაღლა ვერ ასწევს. ზემოთხსენებული გამოცდის მსვლელობისას მოწყობილობამ მიწის ზედაპირიდან რამდენიმე დუიმზე შეძლო აწევა. 

 

image.png 

საბოლოო ჯამში დაგეგმილია დამონტაჟდეს სამი ძრავი, რათა რაკეტამ შეძლოს საირო სიმაღლეზე ასვლა. ამგვარი ფრენები სატრანსპორტო საშუალებას ატმოსფეროს ქვედა ფენაში გაიყვანს. მსგავსი გამოცდები უკვე ჩატარდა რაკეტა Falcon 9 Grasshopper-ის მეშვეობით 2012-2013 წლებში. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ სატესტო ფრენას განახორციელებს SpaceX. მასკი ამტკიცებდა, რომ Starship-ის პირველი რბიტალური ფრენა 2020 წლის დასაწყისში განხორციელდება, თუმცა მისი ოპტიმისტური პროგნოზების ამბავი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.