Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Gmail-ს არსებობის 15 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღსანიშნავად Google მცირე განახლებას სთავაზობს მომხმარებლებს: ესენია გაუმჯობესებული ფუნქცია Smart Compose Gmail და შეტყობინების და-schedule-ბის საშუალება. 

Smart Compose განახლება საკმაოდ ბუნდოვანია. Google-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდევ გასული წლის მაისშ წარადგინა და იგი მომხმარებლის მიერ ელექტრონულ ფოსტაში დაწყებული წერილის წინადადებების დასრულების საშუალებას იძლევა. Google-ის თქმით, განახლებულ ვერსიას „შეუძლია ადაპტირება განიცადოს იმ პირთან, ვისაც წერილს სწერთ“ იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ინდივიდუალური წერის სტილი. 

Google აცხადებს, რომ ეს ნიშნავს შემდეგს: Smart Compose-ს ახსოვს თქვენთვის დამახასიათებელი წერის მანერა, თუ როგორ ესალმებით კონკრეტულ კოლეგებს (მაგ. “Hey Team”), თუმცა კომპანია არ საუბრობს მეტი დეტალის შესახებ.  

კომპანია ირწმუნება, რომ Smart Compose-მა ადამიანებს მოუხსნა აუცილებლობა - აკრიფონ „1 მლრდ სიმბოლოზე მეტი კვირის განმავლობაში“  ინტერნეტში, ამჯერად კი ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-მოწყობილობებშიც და iOS-ზეც უახლოეს დროში გამოჩნდება. 

Gmail-ის უფრო მარტივ განახლებას წარმოადგენს შეტყობინების და-schedule-ბის შესაძლებლობა. თუკი დააწკაპებთ Send”-ის გვერდით ისარზე, გაიხსნება scheduler ფანჯარა. შემდეგ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ დრო, მაგალითად „ხვალ დილით“ ან მიუთითოთ კონკრეტული დრო და თარიღი. 

რა თქმა უნდა, ხსენებული სიახლეები არც ისე გრანდიოზულია, თუმცა შეხსენებას არ საიროებს ის ფაქტი,  რომ Gmail ასეთი პოპულარულია ამოქმედებიდან 15 წლის შემდეგაც კი. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.