Magdalena Posted April 2, 2019 Posted April 2, 2019 იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა აამოქმედა Bitcoin-ის over-the-counter სავაჭრო სივრცე მსხვილი ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. Coincheck OTC სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირი გზით ივაჭრონ Bitcoin-ის დიდი მოცულობებით - 50 BTC-დან (207 ათასი აშშ დოლარი) დაწყებული - რაშიც გამოიყენებენ Coincheck-ში არსებულ ვებ-ინტერფეისებს. მუშაობის საათები სამუშაო დღეებში განსაზღვრულია - 10: 00-15: 00 (JST), overtime-ვაჭრობა და Coincheck-აპლიკაციის ან API trading-ის გამოყენება დაუშვებელია - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. Coincheck-ში აცხადებენ, რომ ახალი სერვისი მსხვილ ინსტიტუციონალიზებულ მოთამაშეებს საშუალებას მისცემს სწრაფად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტების დიდი მოცულობები. აგრეთვე კომპანიამ მიუთითა, რომ სამომავლოდ განიხილება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებაც. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო-გაცვლებისა და საფულეების პროვაიდერმა Coinbase-მა აამოქმედა საკუთარი OTC სერვისი ინსტიტუციონალიზებული მომხმარებლებისთვის 2018 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ იგი მთლიანად რეგულირებად ბროკერად აქცია. Coincheck-მა, როგორც ცნობილია, დაჰაკვის შედეგად რეკორდული დანაკარგი (532 მლნ) განიცადა გასული წლის იანვარში. იგი შეისყიდა იაპონურმა საბროკერო კომპანია Monex Group-მა 2018 წლის აპრილის შუა პერიოდში აქციონერებისა და მართვის რეორგანიზების მიზნით. ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ Monex CoinCheck-მა მთელი რიგი ზომები მიიღო თავისი სავაჭრო და უსაფრთხოების დაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ზარალი აუნაზღაურა იმ მომხმარებლებს, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს პლატფორმის გატეხვის შედეგად. 2018 წლის ნოებრის შუა პერიოდში Coincheck-მა განაახლა კრიპტო ვაჭრობა, აგრეთვე შეუერთდა The Japan Network Security Association-ს საკუთარი იმიჯის აღსადგენად. ბირჟამ ექსპლუატაციაზე მიიღო ლიცენზია იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოსგან 2018 წლის დეკემბერში. https://cointelegraph.com/news/coincheck-launches-bitcoin-otc-trading-desk-for-large-scale-institutional-clients 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.