Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა აამოქმედა Bitcoin-ის over-the-counter სავაჭრო სივრცე  მსხვილი ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის.  

Coincheck OTC სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირი გზით ივაჭრონ Bitcoin-ის დიდი მოცულობებით - 50 BTC-დან (207 ათასი აშშ დოლარი) დაწყებული - რაშიც გამოიყენებენ Coincheck-ში არსებულ ვებ-ინტერფეისებს. 

მუშაობის საათები სამუშაო დღეებში განსაზღვრულია - 10: 00-15: 00 (JST), overtime-ვაჭრობა და Coincheck-აპლიკაციის ან   API trading-ის გამოყენება დაუშვებელია - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. 

Coincheck-ში აცხადებენ, რომ ახალი სერვისი მსხვილ ინსტიტუციონალიზებულ მოთამაშეებს საშუალებას მისცემს სწრაფად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტების დიდი მოცულობები. აგრეთვე კომპანიამ მიუთითა, რომ სამომავლოდ განიხილება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებაც. 

როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, აშშ-ის მსხვილესმა კრიპტო-გაცვლებისა და საფულეების პროვაიდერმა Coinbase-მა აამოქმედა საკუთარი OTC სერვისი ინსტიტუციონალიზებული მომხმარებლებისთვის 2018 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ იგი მთლიანად რეგულირებად ბროკერად აქცია. 

Coincheck-მა, როგორც ცნობილია, დაჰაკვის შედეგად რეკორდული დანაკარგი (532 მლნ) განიცადა გასული წლის იანვარში. იგი შეისყიდა იაპონურმა საბროკერო კომპანია Monex Group-მა 2018 წლის აპრილის შუა რიოდში  აქციონერებისა და მართვის რეორგანიზების მიზნით. 

ახალი ხელძღვანელობის ქვეშ Monex CoinCheck-მა მთელი რიგი ზომები მიიღო თავისი სავაჭრო და უსაფრთხოების დაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ზარალი აუნაზღაურა იმ მომხმარებლებს, რომლებმაც დანაკარგები განიადეს პლატფორმის გატეხვის შედეგად. 2018 წლის ნოებრის შუა პერიოდში Coincheck-მა განაახლა კრიპტო ვაჭრობა, აგრეთვე შეუერთდა The Japan Network Security Association-ს საკუთარი იმიჯის აღსადგენად. ბირჟამ ექსპლუატაციაზე მიიღო ლიცენზია იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოსგან 2018 წლის დეკემბერში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.