Magdalena Posted April 1, 2019 Posted April 1, 2019 მათთვის, ვისაც ურჩევნია აეროპორტამდე საკუთარი ავტომანქანით მივიდეს, კომპანია Stanley Robotics-მა შექმნა პარკინგ-რობოტი, რომელიც მანქანას გადაიყვანს და დააყენებს სპეციალურ დახურულ საპარკინგე მოედანზე. ამისათვის აუცილებელია მომხმარებელმა მანქანა დააყენოს კომპანიის რომელიმე ავტოფარეხში, დაადასტუროს ჯავშანი ტერმინალში და ამის შემდეგ უკვე შეუძლია თავისი საქმეები განაგრძოს. დაბრუნებისას კი რობოტი წამოიყვანს ავტომობილს და მიუყვანს მფლობელს. პარკირების სივრცე, სადაც რობოტი ახდენს ავტომობილის ტრანსპორტირებას, დახურულია სამოძრაოდ - ამ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ რობოტ Stan-ს აქვს. ამიტომ, მინიმუმამდეა შემცირებული მანქანების დაზიანების შემთხვევები, რასაც უყურადღებო მძღოლების ქმედებები იწვევს. რობოტი, სახელად Stan, სატესტო რეჟიმში მუშაობს ამჟამად საფრანგეთის აეროპორტ Lyon-Saint Exupery-ში. თუკი რობოტის საქმიანობა წარმატებულად ჩაითვლება, მსგავსი მოწყობილობები სხვა ტერმინალებშიც გამოჩნდება. Stan-ის ფუნქციონირება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=75&v=ZYVXGYHw8Eg https://www.techcult.ru/robots/6534-pervyj-robot-parkovshik-sten
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now