Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

NASA- გამოაქვეყნა შეჯიბრ 3D-Printed Habitat Challenge“-ის შედეგები. კონკურსი 2015 წლიდან მოქმედებს და მონაწილეებს ამოცანად ჰქონდათ დასახული - შეექმნათ უცხოპლანეტური ბაზის საცხოვრებელი მოდულების კონცეპტი. სამივე გამარჯვებული გუნდი ამერიკული და თითოეული ჯგუფი ჯილდოდ 100 ათას დოლარს მიიღებს. მონაწილეებმა შეიმუშავეს სამი განსხვავებული მარსული საცხოვრებლის დიზაინი, არქიტექტურა და მშენებლობის ტექნოლოგია. 

პირველი გამარჯვებული გუნდის - SEArch+/Apis Cor-ის პროექტი წარმოადგენს მრავალმიზნობრივ ვერტიკალურ ნაგებობას, რომელიც რაღაც შუალედურია კოშკსა და მრავალსართულიან შენობას შორის თეორიულად, შენობაში გამოყენებულია პასიური განათების სისტემა, მოცემულია სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემები და აქვ გარე კედლების უნივერსალური მოპირკეთება. შენობის ფასადის გამაგრება შესაძლებელია მასზე 3D-ბეჭდური ელემენტების მიმაგრებით. 

image.jpeg 

მეორე გუნდის - Team Zopherus-ის პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი, მარსული ნედლეულის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამოყენება ქვიშისა და მტვრისგან, რომელთაც რეაგენტები დაემატება, დამზადდება ბეტონის მსგავსი მასალა ფუნქციათა ფართო სპექტრით. იგი გვევლინება, როგორც ერმოდაცვის საშუალება, დეკორატიული ელემენტებისთვის გამოსადეგი მატერიალი და მთავარი მასალა კედლებისა და იატაკისთვის. დედამიწიდან მხოლოდ კარკასებისა და 3D ბეჭდვის მასალების წაღება იქნება საჭირო, დანარენს კი კოლონისტები ადგილზე დაამზადებენ. 

image.png 

მესამე ადგილი ერგო გუნდს - Mars Incubator, რომელმაც შექმნა უნივერსალური ექვსკუთხედები“ - საბაზისო ელემენტები, რომელთაგანაც ნებისმიერი შენობა-ნაგებობა აიწყობა. საკმარისია მხოლოდ საჭირო ბირთვის დაბეჭდვა და მისი ჩადგმა ტიპიურ კარკასში, რათა მიიღოთ კარი, ფანჯარა, ინსტრუმენტების დახლი და . 

image.jpeg 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.