Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Cointelegraph-თან საუბრისას უმსხვილესი Bitcoin-ბირჟა Binance-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოთქვა აზრი, რომ მცირე ხნის წინ ყალბი სავაჭრო ბრუნვების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები სასარგებლოა და დადებითად აისახება ინდუსტრიაზე. 

მისი თქმით, Bitwise Asset Management-ის, The TIE-სა და სხვა კომპანიების კვლევები დაეხმარება კრიპტო ინდუსტრიას - გახდეს უფრო გამჭვირვალე. აგრეთვე, მისი აზრით, არ ღირს მანიპულირებაში პოპულარული სერვისის, CoinMarketCap-ის დადანაშაულება. 

CoinMarketCap-ს ამ საკითხში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა ყველა ცდილობდა ბრალი მისთვის დაედო. ამ სერვისში მოქმედებს მეტად მარტივი მექანიზმი, სადაც თითოეული ბირჟა უბრალოდ ახდენს საკუთარი მონაცემების გადაცემას“ - აცხადებს Zhao. 

Binance-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კრიპტოსავალუტო პლატრფორმებმა გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიონ საეჭვო ტრანზაქციები, სრულყონ ანალიზის მეთოდები და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ უსაფრთხოების საკითხს. 

ჩვენ დავუკავშირდით CoinMarketCap-ის გუნდს, რათა სერვისს დავეხმაროთ საიმედო და შემოწმებული ინფორმაციის წარმოდგენაში. აგრეთვე, მე ვთვლი, რომ აუცილებელია სანქციები:  მაგალითად, მისი ბირჟის რეიტინგიდან გარიცხვა, ვინც აყალბებს მონაცემებს“ - აღნიშნა Zhao-მ. 

მცირე ხნის წინ ანალიტიკურმა რესურსმა CoinMarketCap-მა დაადასტურა, რომ კრიპტო ბირჟებზე გაყალბებული და შეუსაბამო სავაჭრო ბრუნვის მოცულობები ნამდვილად არსებობს. სერვისი აპირებს დანერგოს ახალი საზომები და ინდიკატორები არასანდო მონაცემებთან საბრძოლველად. კერძდ, CoinMarketCap-ი გამოიკვლევს კრიპტოსავალუტო ბირჟების ტრაფიკს, ცივი და ცხელი საფულეების ბალანსს, აგრეთვე ლიკვიდურობის მაჩვენებლებს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.