Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე, ზღვის მკაცრ სანაპიროზე ღირსშესანიშავი ადგილების რიცხვს კიდევ ერთი შეემატა. მონახულების მსურველთათვის კომპანია Snøhetta-მ გახსნა რესტორანი Under. რესტორნის უდიდესი ნაწილი წყლის ქვეშაა განთავსებულია. მისი მთავარი დარბაზის ფანჯრები წყლის ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრის ქვემოთ ზღვაში იმყოფება. 

image.jpeg 

არსებიად, რესტორანი მეტად არასტანდარტულ ინჟინრულ ნიმუშს წარმოადგენს. იგი აგებულია რკინაბეტონისგან და შემდეგ გადაიტანეს დამონტაჟების ადგილას. ჰერმეტული ფანჯრები, ტიხრები, კომუნიკაციათა უმეტესობა - ყველაფერი წინასწარ დამონტაჟდა ახლომდებარე ქარხანაში. შენობა ნაწილობრივ ჩაუშვეს წყალში არსებულ ბეტონის საძირკველზე და მასზე მიამაგრეს. 

image.jpeg 

სტრუქტურის სიღრმე 34 მეტრია, ფართობი - 600 კვ.მ. კედლების სისქე 1 მეტრს აღემატება. კონსტრუქციის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათი ქმნილება ნებისმიერი სიმძლავრის შტორმს გაუძლებს, მათ შორის პროგრონიზირებად კატაკლიზმებს, რომელთაც „საუკუნის ქარიშხლებს“ უწოდებენ. სიმტკიცისა და გამძლეობის უზრუნველყოფის გამო ინჟინრებს უარის თქმა მოუხდათ პროექტში თავდაპირველად შეტანილ  დი პანორამულ ფანჯრებზე და შემოიფარგლნენ უბრალო ფანჯრებით, რომელთა სისქეც კედლების მსგავსად ერთ მეტრზე მეტია. რესტორნის მთავარი დარბაზი 5 მეტრის სიღრმეზე იმყოფება, რესტორნის შესასვლელი კი დედამიწის ზედაპირზეა - შენობა ვიზუალურად „ჩადის“ ზღვაში. 

image.jpeg 

ძირითადი დანიშნულების გარდა, “Under” გახდება იმპროვიზებული ლაბორატორიაც. მის შიდა პარამეტრზე დაყენებულია სხვადსხვა სახის სენსორები, რომლებითაც იზომება გარემოს მდგომარეობა და ხდება დაკვირვება ზღვის ბინადრებზე. ყველაზე დიდ სიღრმეზეა განთავსებული მთავარი საექპერიმენტო მოედანი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ექსპერიმენტი და დაკვირვება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.