Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მადრიდის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინში ნეირონები ჩნდება და განახლებას განიცდის პრაქტიკულად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამ დრომდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ხანდაზმულ ასაკში ეს პროცესი მკვეთრად უარესდებოდა - წერს ScienceAlert. 

მეცნიერების ჯგუფი მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტ მარი ლორენს-მარტინის ხელმძღვანელობით იკვლევდა გარდაცვლილი პაციენტების ტვინის ქსოვილებს, რათა დეტალურად გაეანალიზებინათ Hippocampal-ნეიროგენეზისი მუშაობა ხანდაზმულ ადამიანებში. 

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ განვსაზღვროთ ჰიპოკამპის ნეიროგენეზისის ზრდის თერაპევტული პოტენციალი ზრდასრულ ადამიანებში, რათა მივაკვლიოთ ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მაგალითა ალცჰაიმერის განკურნების გზებს“ აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი. 

გამოკვლევების ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ჰიპოკამპის სფერო 13 გარდაცვლილი ადამიანის თავის ტვინში. ეს ადამიანები გარდაიცვალნენ 43-დან 87 წლამდე ასაკში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორისაა სიმსივნე, ინსულტი, სეფსისი. თუმცა ყოველი მათგანი ნევროლოგიურად ჯანმრთელად ითვლებოდა. 

აღმოჩნდა, რომ ნეიროგენეზისი მიმდინარეობს იმ ადამიანის ტვინშიც კი, ვინც თითქმის 90 წელს მიაღწია. მეცნიერებმა ათასობით განვითარებადი ნეირონი იპოვეს ყველაზე ხანდაზმული ასაკის პაციენტში. 

ამის შემდეგ მეცნიერებმა გააანალიზეს ალცჰაიმერით დაავადებული და გარდაცვლილი 45 ადამიანის ტვინი და ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ტვინებში პრაქტიკულად შეჩერებული იყო ახალი ნეირონების წარმოქმნის პროცესი. 

  • Upvote 2
Posted

Woah, pretty interesting 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.