Magdalena Posted March 28, 2019 Posted March 28, 2019 მსოფლიოში უმსხვილესმა სწრაფი კვების ქსელმა, McDonald’s-მა განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია Dynamic Yield, რომელიც დაკავებულია მანქანური სწავლების შემუშავება-დანერგვით ონლაინ-შეკვეთების პერსონალიზებისთვის. გარიგების ღირებულებამ 300 მლნ დოლარი შეადგინა - ეს შენაძენი McDonalds-ისთვის უმსხვილესია ბოლო 20 წლის განმავლობაში. McDonald’s აპირებს Dynamic Yield-ის ტექნოლოგია McDrive-ის ჯიხურებში გამოიყენოს. ნეიროქსელი მომხმარებლებს ავტომატურად შესთავაზებს დამატებით ოფციებს იმის მიხედვით, რა ამინდი იქნება, დღის რომელი მონაკვეთი და როგორი იქნება მომხმარებლის შეკვეთა. სისტემის ტესტირება აშშ-ში მიმდინარე წელს დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუკი შედეგი მოლოდინს გაამართლებს, იგი საერთაშორისო ბაზარზეც გავრცელდება. ამავე მიმართულებით ნაბიჯები აქვს გადადგმული Domino’s Pizza-ს: დაიწყო ჰამბურგის მაცხოვრებლებისთვის შეკვეთების მიწოდება ავტონომიური რობოტი-კურიერებით. კომპანიაში ამ სიახლეს უწოდეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი „ინტერნეტ-საკვების“ სფეროს განვითარებაში, სადაც ჩართული იქნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და რობოტექნიკა. https://hightech.fm/2019/03/26/mcdonalds Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.