Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მსოფლიოში უმსხილესმა სწრაფი კვების ქსელმა, McDonalds-მა განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია Dynamic Yield, რომელიც დაკავებულია მანქანური სწავლების შემუშავება-დანერგვით ონლაინ-შეკვეთების პერსონალიზებისთვის. 

გარიგების ღირებულებამ 300 მლნ დოლარი შეადგინა - ეს შენაძენი McDonalds-ისთვის უმსხვილესია ბოლო 20 წლის განმავლობაში. 

McDonald’s აპირებს Dynamic Yield-ის  ტექნოლოგია McDrive-ის ჯიხურებში გამოიყენოს. ნეიროქსელი მომხმარებლებს ავტომატურად შესთავაზებს დამატებით ოფციებს იმის მიხედვით, რა ამინდი იქნება, დღის რომელი მონაკვეთი და როგორი იქნება მომხმარებლის შეკვეთა. 

სისტემის ტესტირება აშშ-ში მიმდინარე წელს დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუკი შედეგი მოლოდინს გაამართლებს, იგი საერთაშორისო ბაზარზეც გავრცელდება. 

ამავე მიმართულებით ნაბიჯები აქვს გადადგმული Domino’s Pizza-ს: დაიწყო ჰამბურგის მაცხოვრებლებისთვის შეკვეთების მიწოდება ავტონომიური რობოტი-კურიერებით. კომპანიაში ამ სიახლეს უწოდეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი „ინტერნეტ-საკვების“ სფეროს განვიარებაში, სადაც ჩართული იქნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და რობოტექნიკა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.