Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კრიპტოსავალუტო ბაზრის მონაცემების რესურსი CoinMarketCap (CMC) პირობას დებს, რომ შეცვლის ჩამონათვალს, სადაც იგი ახდენს ბირჟების მონაწილეთა განლაგებას მაჩვენებლების მიხედვით. ცვლილების აუცილებლობა გამოიწვია შემთხვევამ, როდესაც აღმოაჩინეს სავაჭრო ბრუნვების, მოცულობის გაყალბების გაუმართლებელი მტკიცებულება. 

CMC ყველაზე ცნობილია რესურსია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თვალყურის დევნება Bitcoin-ის, Altcoin-ების ბაზრის კაპიტალიზაციასა და მათ ვაჭრობაზე სხვადასხვა ბირჟის ფარგლებში. 

თუმცა გასულ კვირაში კრიპტოვალუტების ინდექსირების პროვაიდერის - Bitwise-ის კვლევამ აჩვენა, რომ CMC შეიცავდა მონაცემების თითქმის მთლიანად ყალბ სტატისტიკას. ამგვარ მოვლენას კი თავის მხრივ შეცდომაში შეჰყავს ინვესტორები - განმარტებულია მოხსენებაში. 

ამჟამად, როგორც ჩანს, CMC ემორჩილება Bitwise-ის ანგარიშში მოცემულ გაფრთხილებას, რომელიც მან აშშ რეგულატორებს განსახილველად გაუგზავნა. 

„ჩვენ ყურს ვუგდებთ ყველა ჩვენი მომხმარებლის გამოხმაურებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა დავამატოთ მონაცემების საზომი ახალი ინსტრუმენტები, რის შედეგადაც მომხმარებლები მიიღებენ უფრო ნათელ სურათს კრიპტოგაცვლების შესახებ“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელობამ. 

ამავე დროს Bloomberg-თან საუბრისას, CMC-ის მრკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა Carylyne Chan-მა მცირე მიმოხილვა გააკეთა, თუ როგორ შეიცვლება საიტზე რეიტინგები სამომავლოდ. 

„მაგალითად, თუკი დაბალი ტრაფიკის მქონე გაცვლას აქვს 300-მილიონიანი ბრუნვა და საფულეში კი მხოლოდ 5 Bitcoin-ი - მომხმარებლები განსჯის გარეშე ადვილად შეძლებენ გამოიტანონ დასკვნა „კარგია თუ ცუდი“ - განაცხადა Chan-მა. 

CMC-მა ამ დრომდეც მიიპყრო კრიპტო მოამაშეების ყურადღება, როდესაც სავაჭრო პლატფორმა The Tie-ს კვლევამაც მიუთითა სავაჭრო ბრუნვების არაშესაბამის მოცულობებზე. 

Binance-ის გენერალური დირექტორი Changpeng Zhao ირწმუნებოდა, რომ მონეტამ, რომელმაც საიტის რეიტინგის სათავესკენ აიწია, ინვესტორები განიზიდა, რადგანაც მათ ჩათვალეს, რომ მისი ზომა საეჭვოდ გამოიყურებოდა. 

Chan-ს არ განუცხადებია ვადა, თუ როდის იქნება ცვლილებები შეტანილი. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.