Magdalena Posted March 27, 2019 Posted March 27, 2019 Apple-ის პრეს-კონფერენციაზე წარდგენილი სიახლეებიდან ერთ-ერთი საინტერესო იყო საკრედიტო ბარათი Apple Card. აქცენტი გაკეთებულია საკომისიოს არარსებობასა და შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებზე. ტიმ კუკის თქმით, ციფრული ბარათის მიღება შესაძლებელია აპლიკაცია Apple Wallet-ზე დარეგისტრირებით. ბარათის მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ იგი ნებისმიერ ადგილას, სადაც გათვალისწინებულია Apple Pay-ს მხარდაჭერა. ბუნებრივია, აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დანახარჯებსა და ტრანზაქციების სტატუსზე თვალყურის დევნება. კომპანია Apple მომხმარებელს სთავაზობს 2%-იან ქეშბექს Apple Pay-ს გამოყენების შემთხვევაში და 3%-ს - თუკი ისინი რაიმეს შეიძენენ Apple-ის მარკეტებში. აგრეთვე აღსანიშნავია შესაძლებლობა - სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა მიიღოს ფიზიკური ბარათი, რომელზეც არ იქნება აღნიშნული არც CVV კოდი, არც ნომერი, არც სხვა რაიმე სახის მონაცემები. ფიზიკური ბარათის გამოყენებისას ქეშბექი 1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკულ გიგანტს Apple Card-ის შექმნაში პარტნიორობა გაუწიეს Mastercard-მა და Goldman Sachs-მა. სერვისი მიმდინარე წელვე ამოქმედდება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25229/apple-predstavila-sobstvennuju-kreditnuju-kartu
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now