Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სამედიცინო ონლაინ-კონსულტაციები ნელ-ნელა ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. თუმცა ამგვარი რამ მხოლოდ შუალედური რგოლია მკურნალბის პროცესში, რადგანაც მხოლოდ საუბარი ან ტექსტური შეტყობინება არასაკმარისია. ექიმის ქმედებების ეფექტის გასაძლიერებლად შეიქმნა ახალი სადგური OnMed, რომელიც აღჭურვილია HD-კამერებითა და სხვადასხვა სენსორებით და შეუძლია მედიკამენტების გაცემა ექიმის დანიშნულების მიხედვით. 

OnMed - ეს არის მცირე ზომის სადგური-ჯიხური, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დისტანციურად იკონტაქტონ ექიმებთან. ვიდეო და აუდიო მოწყობილობების მეშვეობით გარეგანი დათვალიერების შედეგად ექიმი იღებს ინფორმაციას პაციენტის ძირითადი ფიზიკური პარამეტრების შესახებ. ესენია: ასაკი, წონა, სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა და ა.შ. „ჯიხური“ აგრეთვე ქმნის სითბურ გამოსახულებას, სადაც აისახება სხეულის ტემპერატურა და ხდება ორგანიზმში ინფექციების დიაგნოსტირება. 

image.jpeg 

კონსულტაციების დასრულების შემდეგ OnMed გასცემს საჭირო მედიკამენტებს საკუთარი მარაგიდან, სადაც შედის ასობით ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი პრეპარატი. თუკი საჭირო საშუალება მარაგში არ არის, OnMed დაბეჭდავს რეცეპტს უახლოსი აფთიაქისთვის. სხვათა შორის, ჯიხურის რეზერვში ნარკოტიკული ნივთიერებებიცაა, რომლებიც სპეციალურ, უსაფრთხო ავტომატიზირებულ საცავში ინახება. 

OnMed-ში სეანსის მსვლელობისას გულმოდგინედაა დაცული კონფიდენციალურობა: სალონი საიმედოდაა დახურული და მიუწვდომელია გარე თვალისგან. აბონენტის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება 3D სისტემა სახის ამოსაცნობად. როგორც მწარმოებელი აცხადებს, კონსულტაცია დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. 

OnMed ჯიხურები აშშ-ში მიმდინარე წელს გამოჩნდება. ისინი განთავსდება კოლეჯებში, მსხვილი კომპანიების ოფისებში, აეროპორტებსა და სასტუმროებში. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.