Magdalena Posted March 27, 2019 Posted March 27, 2019 ავტომანქანების მფლობელთა უმეტესობა მტკივნეულად განიცდის მანქანაზე ნაკაწრების გაჩენას. ახალი ლაქი, რომელიც სიმინდის ნედლეულზეა დამზადებული, მათ ამ პრობლემას მოუგვარებს. ახალი ლაქი შექმნეს გერმანელმა მეცნიერებმა: ლაიბნიცის სახელობის ინსტიტუტისა და საარის უნვერსიტეტის მკვლევარებმა. ლაქის ფუძეს წარმოადგენს მოლეკულები - ციკლოდექსტრინები, რომლებიც სიმინდის ფქვილიდან მიიღება. მოლეკულების ბუნებიდან გამომდინარე, ქიმიური რეაქციების შედეგად ფორმირდება მოქნილი, ელასტიური პოლიმერული ბადე. გათბობის პროცესში ციკლოდექსტრინები ამოავსებენ თავისუფალ სივრცეებს - ამ შემთხვევაში, ნაკაწრებს. აღდგენის თავდაპირველი პროცესი რამოდენიმე საათს გრძელდება. თუმცა ინგრედიენტების - ნანონაწილაკების დამატების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს ხსენებული პროცესის ხანგრძლივობა ერთ წუთამდე შეემცირებინათ 100 °С ტემპერატურაზე. ამჟამად მეცნიერთა ჯგუფი ეძებს შესაძლებლობებს - ახალი ტექნოლოგია სამრეწველო მასშტაბით დაინერგოს. https://www.techcult.ru/technology/6555-lak-na-osnove-kukuruzy-zazhivlyaet-carapiny-na-kuzove
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now