Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ავტომანქანების მფლობელთა უმეტესობა მტკივნეულად განიცდის მანქანაზე ნაკაწრების გაჩენას. ახალი ლაქი, რომელიც სიმინდის ნედლეულზეა დამზადებული, მათ ამ პრობლემას მოუგვარებს. 

ახალი ლაქი შექმნეს გერმანელმა მეცნიერებმა: ლაიბნიცის სახელობის ინსტიტუტისა და საარის უნვერსიტეტის მკვლევარებმა. ლაქის ფუძეს წარმოადგენს მოლეკულები - ციკლოდექსტრინები, რომლებიც სიმინდის ფქვილიდან მიიღება. მოლეკულების ბუნებიდან გამომდინარე, ქიმიური რეაქციების შედეგად ფორმირდება მოქნილი, ელასტიური პოლიმერული ბადე. გათბობის პროცესში ციკლოდექსტრინები ამოავსებენ თავისუფალ სივრცეებს - ამ შემთხვევაში, ნაკაწრებს. 

აღდგენის თავდაპირველი პროცესი რამოდენიმე საათს გრძელდება. თუმცა ინგრედიენტების - ნანონაწილაკების დამატების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს ხსენებული პროცესის ხანგრძლივობა ერთ წუთამდე შეემცირებინათ 100 °С ტემპერატურაზე. ამჟამად მეცნიერთა ჯგუფი ეძებს შესაძლებლობებს - ახალი ტექნოლოგია სამრეწველო მასშტაბით დაინერგოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.