Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

NASA- პროეტი “Gateway” აპირებს დედამიწისგან მოშორებით კოსმოსური სადგურის შექმნას, რომელიც გახდება ბაზა შორეულ კოსმოსში მოგზაურებისთვის. ეს სრულიად სხვა დონეა საიმედოობისა და მოთხოვნების თვალსაზრისით, ამიტომ მუშაობა მრავალრიცხოვანი ტესტირებებითა და კვლევებით იწყება. ამ მიზნით კომპანია Lockheed Martin-მა ააგო სრულზომიანი საცხოვრებელი მოდული. 

Gateway-სთვის საჭიროა პრაქტიკულად ნულიდან შეიქმნას ყველა საჭირო ინტერფეისი, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები, უსაფრთხოება და ა.შ. Lockheed Martin-ის პროტოტიპი წარმოდგენილია სახელით - „Habitat Ground Test Article (HGTA). 

მოდულის საფუძვლად აღებულ იქნა მრავალი დანიშულების მქონე მოდული “Donatelo”, რომელიც განკუთვნილია კოსმოსურ ხომალდებს შორის ტვირთის გაცვლისათვის. ეს არის უნივერსალური კონსტრუქცია, სადაც თითოეული კუბური სანტიმეტრის გამოყენებაა შესაძლებელი აღჭურვილობის მონტაჟსა და სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის. 

მოდული იმყოფება კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში და იგი NASA NextSTEP-ის გუნდის განკარგულებაში გადავა. მიმდინარე კვირაში HGTA-ში დასახლდება ასტრონავტ-გამომცდელების პირველი ჯგუფი, რათა ყველა სისტემა რეალურ პირობებში შეამოწმონ. შემდეგ მოდული გაიგზავნება აუცილებელ საბოლოო დამუშავებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიის ტესტირება და ძირითადი სამუშაოები. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.