Magdalena Posted March 25, 2019 Posted March 25, 2019 კომპანია Archos-ი მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ვეროპის მასშტაბით დაიწყებს უზარმაზარი პლანშეტის - Play Tab-ის გაყიდვას. აღნიშნული მოწყობილობა უმეტესწილად განკუთვნილია თამაშებისა და მულტიმედია კონტენტთან მუშაობისათვის. პლანშეტის დისპლეის დიაგონალი 21,5 დუიმის ტოლია. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. არ სახელდება რომელი პროცესორი აქვს მოწყობილობას, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი რვაბირთვიანია. იგი ფუნქციონირებს 3 გიგაბაიტიან ოეპრატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 32 გიგაბაიტს. პლანშეტში გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android Pie. მოწყობილობის ბატარეის მოცულობა შეადგენს 10 ათას მილიამპერი/სთ-ს. ჯერჯერობით სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გახმაურებულა. ფოტოებზე შესაძლებელია ფრონტალური კამერის შემჩნევა. ცხადია, მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია Bluetooth და Wi-Fi უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე microSD ბარათის სლოტი. თავისთავად, მომხარებლებისთვის თამაშები და ყველა შესაძლო აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Google Play-ში. Archos Play Tab-ის შეძენა შესაძლებელია 250 ევროდ. https://3dnews.ru/984641 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.