Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Archos-ი მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ვეროპის მასშტაბით დაიწყებს უზარმაზარი პლანშეტის - Play Tab-ის გაყიდვას. აღნიშნული მოწყობილობა უმეტესწილად განკუთვნილია თამაშებისა და მულტიმედია კონტენტთან მუშაობისათვის. 

image.jpeg 

პლანშეტის დისპლეის დიაგონალი 21,5 დუიმის ტოლია. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920×1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. 

არ სახელდება რომელი პროცესორი აქვს მოწყობილობას, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი რვაბირთვიანია. იგი ფუნქციონირებს 3 გიგაბაიტიან ოეპრატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 32 გიგაბაიტს. 

image.jpeg 

პლანშეტში გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android Pie. მოწყობილობის ბატარეის მოცულობა შეადგენს 10 ათას მილიამპერი/სთ-ს.  

ჯერჯერობით სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გახმაურებულა. ფოტოებზე შესაძლებელია ფრონტალური კამერის შემჩნევა. ცხადია, მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია Bluetooth და Wi-Fi უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე microSD ბარათის სლოტი. 

image.jpeg 

ავისთავად, მომხარებლებისთვის თამაშები და ყველა შესაძლო აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Google Play-ში. Archos Play Tab-ის შეძენა შესაძლებელია 250 ევროდ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.