Jump to content

ბლოკჩეინის გამოყენების ორი მაგალითი ყოველდღიურ პირობებში: 1) ჩინეთის ქალაქ Shenzhen-ის მაცხოვრებლები ტრანსპორტის საფასურს ბლოკჩეინ-აპლიკაციით იხდიან; 2) Auctionity ბლოკჩეინს გამოიყენებს აუქციონზე რეალური ნივთების გაყიდვისთვის


Recommended Posts

Posted

image.jpeg

ჩინეთის ქალაქ Shenzhen-ის საგადასახადო ადმინისტრაციამ ქალაქის მაცხოვრებლებს ნება დართო ბლოკჩეინ-აპლიკაციის მეშვეობით გადაიხადონ სარკინიგზო, საქალაქო ტრანსპორტისა და ტაქსის საფასური - იტყობინება Asia Times. 

ადმინისტრაციის ინიციატივას შეუერთდა ინტერნეტ-კონგლომერატი Tencent, ასევე Shenzhen Metro Group, MTR Shenzhen Group, Gaoguang Technology და Guangdian Express. 

ახალი ბლოკჩეინ-პლატფორმა მგზავრებს საშუალებას აძლევს მგზავრობის დასასრულს გადაიხადონ მგზავრობის ღირებულება მესენჯერ-აპლიკაცია WeChat-ის მეშვეობით. ყველა გადახდა ბლოკჩეინზე ჩაიწერება. 

Shenzhen-ი ჩინეთის წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრია. მასში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსალოდნელია, რომ ბლოკჩეინით ბილეთების გაყიდვის სისტემა დღე-ღამეში შეძლებს მოემსახუროს დაახლოებით 170 ათას მგზავრს. 

Auctionity იყენებს ბლოკჩეინს აუქციონზე რეალური ნივთების გასაყიდად  

პროექტმა Auctionity-მ, რომელიც კლასიკურ ინგლისურ აუქციონებს ატარებს ბლოკჩეინზე, განაცხადა, რომ გამოიყენებს ტექნოლოგიას აუქციონზე რეალური ნივთების გასაყიდად.   

„დეცენტრალიზებული აუქციონების ჩატარება არა მხოლოდ ციფრული აქტივებისთვისაა შესაძლებელი. მომავალში ნებისმიერი ნივთის ტოკენიზება იქნება შესაძლებელი, შესაბამისად - მისი Auctionity-ზე გაყიდვა. ჩვენი მიზანია ონლაინ-აუქციონები ცოცხალ პროცესს შევუთავსოთ. მყიდველს უნდა ჰქონდეს საშუალება - გააკეთოს თავისი ფსონი სმარტფონის მეშვეობი ფიატში ან კრიპტოვალუტაში და მნიშვნელობა არ ექნება - იგი აუქციონის დარბაზში იჯდება თუ დედამიწის მეორე მხარეს იმყოფება“ - აცხადებს ტრისტან კოლომბე - კომპანია Domraider-ის დამფუძნებელი, რომლის გუნდიც Auctionity-ს პროექტზე მუშაობს. 

ამჟამად Auctionity-ზე შესაძლებელია ვაჭრობა მხოლოდ საკოლექციო ტოკენებით (NFT, non-fungible tokens). პროექტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია დეცენტრალიზებული ინგლისური აუქციონის საყოველთაო გამოყენებისკენ“. 

GetImage.ashx?&WOPIsrc=https%3A%2F%2Fove 

მცირე ხნის წინ პროექტმა ინტერფეისი განაახლა. სამუშაო გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი დიზაინით შეძლებენ „აუქციონისტები მთელ მსოფლიოს უკეთ წარუდგინონ“. 

Auctionity გარკვეული პერიოდის წინ 0xcert ეგიდის ქვეშ შეუერთდა ალიანსს - Non-Fungible Alliance, რომლის მიზანია NFT-ის გამოყენება საქველმოქმედო მიზნებისთვის. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.