Magdalena Posted March 23, 2019 Posted March 23, 2019 კომპანია Intel-მა GDC 2019 კონფერენციაზე ჩაატარა კერძო პრეზენტაცია, რომელზეც მნიშვნელოვანი ანონსები გაკეთდა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათის - Intel Graphics Xe -ს ფოტოების დემონსტრაცია. ახალი ვიდეო ბარათის დიზაინის შექმნისას კომპანიამ ნიმუშად აიღო SSD ბარათი Intel Optane 905P. როგორც ფოტოდან ჩანს, Intel Graphics Xe ვიდეო ბარათი ორსლოტიანია და საკმაოდ მცირე სიგრძისაა. გაგრილებაზე პასუხისმგებელია ე.წ „ტურბინიანი“ სისტემა. PCB დაფის უკანა მხარეზე განთავსებულია გამამყარებელი ლითონის ფირფიტა. ფოტოზე აგრეთვე ჩანს ოთხი პორტი: სამი მათგანი DisplayPort-ია, ერთი კი - HDMI ინტერფეისი. როგორც ჩანს, DVI Intel-მაც მოძველებულად ჩათვალა. დამატებითი კვების კონექტორები კი არ ჩანს სტანდარტულ ადგილას. ცხადია, ვიდეო ბარათი არ იქნება მათ გარეშე წარმოდგენილი, ამიტომ სავარაუდოა ისინი ამაჩქარებლის ბოლოზეა განთავსებული. სამწუხაროდ, Intel-ს ჯერჯერობით არაფერი გაუმხელია ვიდეო ბარათის მახასიათებლების შესახებ. გრაფიკული ამაჩქარებლის პარალელურად Intel-მა ოფიციალურად დააანონსა ახალი, მეცხრე თაობის მობილური პროცესორების სერია. ამ შემთხვევაშიც მწარმოებელს არ უსაუბრია ახალი თაობის Coffee Lake Refresh პროცესორების დეტალებზე. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი სერიის პროცესორებში ფლაგმანი იქნება რვაბირთვიანი Core i9-9980HK, ამასთან, ახალ ჩიპებშიც არ იქნება TDP 35 ვტ-ზე მეტი. Intel-მა ისაუბრა იმ რამოდენიმე მახასიათებელზე, რომლებიც ექნება ახალ ჩიპებზე მომუშავე ლეპტოპებს: სამომავლო მობილურ კომპიუტერებს ექნება Wi-Fi 6 მხარდაჭერა უსადენო მოდულ Intel Wi-Fi 6 AX200-ის მეშვეობით. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება Thunderbolt 3 ინტერფეისი და შესაძლებელი იქნება SSD Optane Memory H10-ის გამოყენება. https://3dnews.ru/984585 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now