Magdalena Posted March 22, 2019 Posted March 22, 2019 მიმდინარე Game Developers Conference-ზე (GDC) კომპანია Oculus-მა წარდგინა თავისი VR ჰედსეტ Rift-ის განახლებული ვერსია, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. ახალი Oculus Rift S-ის ფასი 399 დოლარს შეადგენს, რაც 50 დოლარით მეტია წინამორბედ მოდელთან შედარებით. როგორც ცნობილი გახდა, მოწყობილობას მთელი რიგი გაუმჯობესებული სიახლეები აქვს, მათ შორისაა გაზრდილი ეკრანის გაფართოება და ინტეგრირებული აუდიოსისტემა. Rift S-ის შექმნისას მწარმოებელმა გადაწყვიტა უარი ეთქვა OLED-ეკრანებზე და მათ ნაცვლად ისეთივე LCD-პანელები გამოიყენა, როგორიც აქვს უფრო ბიუჯეტურ ვერსიას - Oculus Go-ს. ამის წყალობით გაფართოება 1080 x 1200 პიქსელიდან 1280 x 1440 პიქსელამდე გაიზარდა, თუმცა კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერციდან 80-მდე შემცირდა. ამავე დროს, როგორც პორტალი TechCrunch აღნიშნავს, თვალთახედვის კუთხე ოდნავ გაიზარდა ორიგინალ Rift-თან შედარებით. ახალი ჰედსეტის კომპლექტში შედის მართვის ორი კონტროლერი - Oculus Touch. გარდა ამისა, ჰედსეტს აქვს ხუთი კამერა გარმომცველი სივრცის აღქმისათვის. კამერათა მასივის არსებობა, რომელსაც მწარმოებელი Oculuc Insight-ს უწოდებს, აღარ საჭიროებს გარე სენსორებს. საინტერესოა, რომ განახლებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კომპანია Lenovo-მ, რაც საკმაოდ უცნაურია. ასეა თუ ისე, ამას აცხადებს თავად Oculus-ი: „ერთობლივმა ძალისხმევამ საშუალება მოგვცა ჰედსეტი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გამოსულიყო, გაგვეხადა იგი გარე სინათლისგან შეუღწევადი და შეგვექმნა მარტივი ერთსადენიანი სისტემა უფრო კომფორტული გამოყენებისთვის“. Oculus Rift S-ის შეძენის მსურველებისთვის აუცილებელია საკმაოდ მძლავრი კომპიუტერის ქონა. Oculus-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია სპეციალური პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შეამოწმოთ ჰედსეტის მოთხოვნების თავსებადობა თქვენს სისტემასთან. https://hi-news.ru/entertainment/oculus-predstavila-novuyu-garnituru-virtualnoj-realnosti-rift-s.html 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now